სპორტი
[PHOTO] კვარაცხელია ბრაზილიის მუნდიალიდან გავარდნასა და ნეიმარის სანაკრებო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიის ნაკრები ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა. მატჩის შემდეგ “სელესაოს” 34 წლის ვარსკვლავმა ნეიმარმა, რომელმაც პენალტის ნიშნულიდან თავისი გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა, Globo-ს უთხრა, რომ ეს დასასრულია და ნაკრებში აღარ ითამაშებს.
შეხვედრას სოციალური ქსელის მეშვეობით პსჟ-ის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გამოეხმაურა, რომელმაც ამ ამბების შემდეგ, ნეიმარის ფოტო განათავსა და მას მეფის “ემოჯიც” დაურთო.
“ნებისმიერ შემთხვევაში”, - დაწერა კვარაცხელიამ და ნეიმარს მეფის “ემოჯიც” დაურთო, რაც მის მიმართ დიდ პატივისცემას და აღნიშვნას ნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ნეიმარი მაინც მეფეა.