მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიის ნაკრები ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა.
მატჩის შემდეგ “სელესაოს” 34 წლის ვარსკვლავმა ნეიმარმა Globo-ს უთხრა, რომ ეს დასასრულია და სანაკრებო კარიერას ასრულებს.
ნეიმარს ბრაზილიის ნაკრების ფორმა 130 მატჩში აქვს მორგებული და 80 გოლი გაუტანია, რითაც თავისი ქვეყნის ყველა დროის ბომბარდირია. მის ანგარიშზე 59 ასისტიც მოდის.
“სანტოსის” შემტევმა “სელესაოთან” ერთად 2016 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა. ის ასევე 2013 წელს კონფედერაციათა თასის გამარჯვებულიც გახდა.
ნეიმარის ანგარიშზე 2021 წლის ამერიკის თასზე ვერცხლის მედალი და 2012 წლის ოლიმპიადაზე ასევე ვერცხლი მოდის.