საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი, ჰამბურგის ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა.
ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშის მოგების შემდეგ, ფლეი ოფის სამივე შეხვედრა ბრძოლაში დავთმეთ. გუშინ 1/4-ფინალში იტალიასთან ორი ქულით ჩამორჩენის (17:19) შემდეგ, ჩვენმა გუნდმა მე-5 ადგილის ნახევარფინალში გადაინაცვლა.
ესპანეთთან კარგი კონტრშეტევის შემდეგ დავით კვირიკაშვილის ძელებსშუა გატანილი ლელოთი დავწინაურდით და გარდასახვაც ზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს კაცნაკლულები დავრჩით, თუმცა კარგი შეტევები გვქონდა და მატის მოდებაძის ლელოთი დავწინაურდით. მაგრამ მეორე ტაიმში ლელო გავუშვით და გარდასახვაც ზუსტი იყო - 12:14.
მე-7 ადგილისთვის დიდ ბრიტანეთს შევხვდით და კარგი შეტევის შემდეგ მატის მოდებაძემ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში ლაშა ბარბაქაძემ 5-მეტრიანთან ჯარიმა გაათამაშა, მცველი კონტაქტში დაჯაბნა და მეორე ლელო გაიტანა, თუმცა მეტოქემ ორივეჯერ გვიპასუხა და ძირითადი დრო 12:12 დასრულდა. დამატებით დროში კაცნაკლული დავრჩით, რითაც დიდმა ბრიტანეთმა ისარგებლა და ოქროს ლელოთი 17:12 გაიმარჯვა.
შედეგად, პირველი ეტაპი მე-8 ადგილზე დავასრულეთ. ჩვენი 7-კაცა რაგბი ევროპის მეორე ეტაპზე 24-26 ივლისს ხორვატიაში, სპლიტში ითამაშებს.
საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ჰამბურგში
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ზურა ძნელაძე, გაგა ქევხიშვილი, ბექა სამსიანი, ლუკა ალიბეგაშვილი, დავით კვრიკაშვილი, ლაშა ბარბაქაძე, მატის მოდებაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, სოსო მათიაშვილი (კაპ.), ნიკოლოზ ნოქარაშვილი, ლაშა კაკაურიძე, საბა არჩვაძე.
Rugby.ge