საზოგადოება
„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას და 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოების დაწყებას.
6 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" ბრაზილიელი ფორვარდი, მაურიდეს როკე ჟუნიორი, ან უბრალოდ - მაურიდესი, ოფიციალურად წარადგინა. 32 წლის ფეხბურთელმა აჭარულ კლუბთან 2027 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის გახანგრძლივების პერსპექტივითაც კიდევ ერთი წლით არის გათვალისწინებული.
მაურიდესი ბათუმში პოლონური ექსტრაკლასას კლუბ "რადომიაკიდან" გადმოვიდა, მანამდე კი უნგრულ "დებრეცენსა" და გერმანულ "სანკტ პაულიში" უთამაშია.
6 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჰამბურგის ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა. ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშის მოგების შემდეგ, ფლეი-ოფის ყველა შეხვედრა დათმო. მომდევნო ეტაპი ხორვატიაში გაიმართება.
6 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში საფრანგეთმა მძიმე ბრძოლაში პარაგვაი 1:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარაგვაელთა მეკარეს, ორლანდო ხილს მბაპესთვის ხელის ჩამორთმევა სურდა, მაგრამ კილიანმა ყურადღება არ მიაქცია. ხილმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მბაპემ ძალიან გააბრაზა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა. მანამდე ის დონეცკის "შახტარში" თამაშობდა და "ტორპედოში" ერთწლიანი იჯარით გადავიდა. ლაცაბიძეს აქვს გამოცდილება თბილისის "დინამოში", ოდესის "ჩერნომორეცში" და დანიურ "ვეილეში".
6 ივლისი, 2026
სპორტი
კოლუმბიაში 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც 6 დღე გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები ექვსი სპორტსმენით მონაწილეობს და შეჯიბრებას 8 ივლისს დაიწყებს.
6 ივლისი, 2026
სპორტი
„ნაპოლის“ ვეტერანი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ამ ზაფხულს კლუბს არ შეიცვლის. ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მას გუნდისთვის საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს. დე ბრუინს „ნაპოლისთან“ მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას.
6 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი 91:89 დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ 37 ქულით და 10 მოხსნით, ხოლო კურტნი რიდმა 32 ქულით და 7 გადაცემით გუნდს გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს. მატჩი დაძაბული გამოდგა და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, თუმცა ოვერტაიმში ქართველებმა იმარჯვეს.
6 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ჰამბურგში გამართულ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მერვე ადგილი დაიკავა. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო, თუმცა პლეი-ოფის ყველა შეხვედრა დათმო. მეოთხედფინალში იტალიასთან 17:19 დამარცხების შემდეგ, მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში ესპანეთთან 12:14 წააგო, ხოლო მეშვიდე ადგილისთვის შეხვედრაში დიდ ბრიტანეთთან დამატებით დროში 17:12 დამარცხდა.
6 ივლისი, 2026