განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

ოფიციალურად | მაურიდესი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

ბათუმის "დინამომ" ოფიციალურად დაადასტურა ბრაზილიელი თავდამსხმელის, მაურიდეს როკე ჟუნიორის ტრანსფერი. ფეხბურთელმა კლუბთან 2027 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, კლუბს კი მისი დამატებითი წლით გაგრძელების უფლება აქვს. მაურიდესი გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.

6 ივლისი, 2026
საზოგადოება

კონსტანტინე მელაძემ ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო?

უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები პროდიუსერ და კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის ირგვლივ ატეხილ ახალ სკანდალზე წერენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ცნობილია, რომ მელაძეს უკრაინული პასპორტი ჰქონდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს განაახლა კიდეც. თუმცა, ახლა ამტკიცებენ, რომ მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

6 ივლისი, 2026
სპორტი

"პარაგვაის კარში რომ ვმდგარიყავი, ჩემს გუნდელებს მოედნიდან ცემით გავიყვანდი, ეს ფეხბურთის დაცინვა იყო" - ჯო ჰარტი

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ჯო ჰარტმა, მუნდიალის მერვედფინალში საფრანგეთისა და პარაგვაის მატჩი შეაფასა. ჰარტის თქმით, პარაგვაის გუნდი სირცხვილი იყო და მათმა უხეშმა თამაშმა და მსაჯის გადაწყვეტილებებმა ფეხბურთის დაცინვა გამოიწვია.

6 ივლისი, 2026
სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟი დააკავეს

28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

6 ივლისი, 2026
საზოგადოება

მოწონხარ მაშინ, როცა ყველაფერს უკეთებ, რასაც გავალებენ. ისეთ რამეს გავალებენ, რაც კანონითაც აკრძალულია და კაცობაშიც რომ არ ჯდება — ამას ვერ გააკეთებ - გელა ბარკალაია

ავტოიმპორტიორი, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელი გელა ბარკალაია აცხადებს, რომ ხელისუფლება ბიზნესის გარკვეულ წარმომადგენლებს ლობირებს და ავტობიზნესში ზეწოლას ახორციელებს. მისი თქმით, მას უკანონო დავალებებს აძლევენ, რის შესრულებაზეც უარს ამბობს. ბარკალაია ასევე საუბრობს დუბაიდან შემოყვანილი ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რაც, მისი აზრით, კონკრეტული პირების ინტერესების დაცვას ემსახურება.

6 ივლისი, 2026
სპორტი

[ძალოსნობა] მსოფლიოზე ექვსი სპორტსმენით | Lelo.Ge

კოლუმბიაში 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც 6 დღე გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები ოკეანის გაღმა ექვსი სპორტსმენით გაემგზავრა და შეჯიბრებას 8 ივლისს დაიწყებს. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი ქინქლაძე, დავით კილაძე, ლადო ძიმცეიშვილი, თამაზ მეგრელიშვილი, ნიკოლოზ კურტანიძე და ხვიჩა კიწმარიძე.

6 ივლისი, 2026
სპორტი

"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება

„ნაპოლის“ ვეტერანი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ამ ზაფხულს კლუბს არ შეიცვლის. ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მას გუნდისთვის საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს. დე ბრუინს „ნაპოლისთან“ მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.

6 ივლისი, 2026
პოლიტიკა

„საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. გაგლოევი დე ფაქტო „პრეზიდენტის“ თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.

6 ივლისი, 2026
სპორტი

ბულგარელი მცველი ქუთაისის "ტორპედოში" | Lelo.Ge

ქუთაისის "ტორპედო" ახალი ფეხბურთელით, ბულგარელი მცველით, მატეო სტამატოვით შეივსო. 27 წლის ფეხბურთელი, რომელიც 2011-2018 წლებში "ესპანიოლის" აკადემიაში ვარჯიშობდა, მანამდე "ლევსკის", "ორენბურგისა" და "ნიჟნი ნოვგოროდის" რიგებში თამაშობდა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ დანიური "ვეილედან" წამოსული ლუკა ლაცაბიძეც ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშებს.

6 ივლისი, 2026
საზოგადოება

„ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს, რომ ‘სრულად არა-რუსული წარმოშობის’ ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს

კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმისა და 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოებას.

6 ივლისი, 2026