სპორტი
[მსოფლიო თასი 2026] ზლატანი: მე იქ ოთხ ან ხუთ წითელ ბარათს მივიღებდი | Lelo.Ge
შვედეთის ნაკრების ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეაქო საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც არ წამოეგნენ მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალის მატჩში პარაგვაის ნაკრების არც ერთ პროვოკაციას.
„მე რომ ამ მატჩში მეთამაშა, ოთხ ან ხუთ წითელ ბარათს მივიღებდი. საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებმა მოთმინება გამოიჩინეს, ინარჩუნებდნენ სიმშვიდეს და იღიმოდნენ.
ეს საუკეთესო რეაქციაა პროვოკაციებზე - გაიღიმო და არ წამოეგო“, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.