პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები ბრძოლის ველზე თითქმის არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო უკრაინის წარმატებები ქმნის საჭირო პირობებს ომის დასასრულებლად. მისი თქმით, დრონებისა და თანამედროვე სათვალთვალო ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენების ფონზე, უკრაინისთვის უფრო გონივრული იყო პოზიციების შენარჩუნება და რუსეთის გამოფიტვა. ვენსის შეფასებით, 2023 წლის ზაფხულის მასშტაბური კონტრშეტევა „სტრატეგიული და ტაქტიკური კატასტროფა“ აღმოჩნდა.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
მობილური ოპერატორი „სელფი“ აგრძელებს ქსელის გაფართოებას. ივნისის თვეში კომპანიამ 27 ახალი საბაზო სადგური დაამატა, რაც მომხმარებელთა კავშირის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. დამატებულ სადგურებს შორის 13 მაკრო და 14 მიკრო სადგურია, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსდა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
წყალტუბოს საფეხბურთო კლუბი „სამგურალი“ ორი ახალწვეულით ძლიერდება. კლუბს, დიდი ალბათობით, შეუერთდებიან 29 წლის მარჯვენა მცველი თორნიკე გაფრინდაშვილი და 29 წლის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი. ორივე მათგანს მდიდარი საფეხბურთო კარიერა აქვთ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკმა მობილბანკში უცხოურ ბანკში თანხის გადარიცხვის პროცესი სრულად განაახლა, რაც საერთაშორისო გადარიცხვებს უფრო სწრაფს, მარტივსა და მოქნილს ხდის. განახლებული სისტემა მომხმარებლის მიერ შეყვანილ ინფორმაციას ავტომატურად ამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში მყისიერად აფრთხილებს დამატებითი მონაცემების ან დოკუმენტების ატვირთვის საჭიროების შესახებ.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. საუბრისას პრეზიდენტები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს შეეხნენ, მათ შორის ტრამპის ნატოს სამიტში მონაწილეობის გეგმების კონტექსტში. პუტინმა ასევე ისაუბრა „პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირების უპირატესობაზე“, თუმცა „რუსეთის პრინციპული მიდგომების“ გათვალისწინებით.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია საყოველთაო არჩევანია.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ლიონელ მესი, რომელიც ამჟამად მაიამის "ინტერისა" და არგენტინის ნაკრების წევრია, შესაძლოა, 2026 წლის "ოქროს ბურთის" ერთ-ერთი ნომინანტი გახდეს. მისმა ბრწყინვალე ასპარეზობამ 2026 წლის მუნდიალზე, სადაც უკვე 7 გოლი აქვს გატანილი, The Athletic-ის მიერ შედგენილ რეიტინგში პირველი ადგილი დაიმსახურა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, სავარაუდოდ, მალე დატოვებს ლისაბონის „სპორტინგს“. მისით ბერძნული გრანდები „პანათინაიკოსი“ და პაოკ-ი ინტერესდებიან. ორივე კლუბი მზადაა, ფეხბურთელი იჯარით აიყვანოს გამოსყიდვის უფლებით. თუმცა, ქართველი ფეხბურთელის მთავარი მიზანი ესპანეთში დაბრუნებაა, რადგან მას „ლევანტე“ და „სელტა“ აკვირდებიან.
7 ივლისი, 2026