← მთავარი
სპორტი

[ინტერვიუ] დიეგო დეისაძე: "წინასწარ ვერაფერს დაგპირდებით, მაგრამ ეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა..." | Lelo.Ge

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ინტერვიუ] დიეგო დეისაძე:

“ტორპედომ” კონფერენსლიგამდე საქართველოს სუპერთასი მოიგო და მოთამაშეები იმედოვნებენ, რომ ამ პოზიტიურ განწყობას ევროთამაშებშიც შეინარჩუნებენ. “იბერიასთან” ფინალურ დაპირისპირებაში გადამწყვეტი პენალტი დიეგო დეისაძემ გაიტანა. ქუთაისის “ტორპედოს” თავდამსხმელი “ზირასთან” მატჩამდეც იმედიანადაა განწყობილი…

-რა თქმა უნდა! ჩემი ქალაქისადმი სიყვარული ბევრს ნიშნავს. ამავე დროს, პოლონეთში იმდენ სათამაშო დროს ვერ ვიღებდი, რაც მჭირდებოდა. ამ ყველაფერმა დაბრუნება გადამაწყვეტინა და ამით ძალიან მოხარული ვარ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის “ტორპედო” კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ “ზირას” დაუპირისპირდება. ქუთაისური გუნდის საშინაო და გასვლითი მატჩების ტრანსლაციას Silk Universal უზრუნველყოფს. პირველი შეხვედრა 8 ივლისს სუმგაითში გაიმართება, ხოლო საპასუხო - 16 ივლისს ქუთაისში.

← მთავარი