სპორტი
"ეს ორი ადამიანი ფეხბურთის აზრზე არაა" - კლოპმა ინფანტინო და ტრამპი გაკრიტიკა
ბელგიასთან მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალის წინ, აშშ-ს ნაკრების თავდამსხმელ ფოლარინ ბალოგუნისთვის წითელი ბარათის გაუქმებაზე, კომენტარი ცნობილმა გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა. მან ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გააკრიტიკა, რომელმაც გადაწყვეტილება აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დარეკვის შემდეგ მიიღო.
„ეს სიგიჟეა, თუ სიმართლეა. მოდით, ასე ვთქვათ: ფეხბურთი ჩვენი თამაშია და არა მათი. ამ ორს ადამიანი, რომლებიც ფეხბურთის აზრზე არ არიან, ასეთ საკითხებთან არავითარი შეხება არ უნდა ჰქონდეთ.
იყო წითელი ბარათი. აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. დიახ, სამწუხაროა ბალოგუნის გამო, რომელსაც უხეშობა არ უნდოდა, მაგრამ წესი წესია, - განაცხადა კლოპმა MagentaTV-ს ეთერში.