← მთავარი
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა

6 ივლისი, 2026 · წყარო: newposts.ge
საქართველოს ბანკის მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა

საქართველოს ბანკი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას. ამჯერად, მობილბანკში განახლდა უცხოურ ბანკში თანხის გადარიცხვის პროცესი, რაც საერთაშორისო გადარიცხვებს უფრო სწრაფს, მარტივსა და მოქნილს ხდის.

კერძოდ, გადარიცხვის ფორმის შევსების დრო რამდენიმე ველის მითითებით 1 წუთამდე შემცირდა.

განსაკუთრებული სიახლეა ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალი, რომელიც ავტომატურად განსაზღვრავს, რა ტიპის დოკუმენტების წარდგენაა საჭირო კონკრეტული გადარიცხვის შესასრულებლად და რამდენიმე წამში მომხმარებელს შეტყობინების სახით აწვდის შესაბამის ჩამონათვალს, მაგალითად, ხელშეკრულებას, ტრანსპორტირების დოკუმენტს და სხვა საჭირო საბუთებს.

განახლებული სისტემა მომხმარებლის მიერ შეყვანილ ინფორმაციას ავტომატურად ამოწმებს, საჭიროების შემთხვევაში მყისიერად აფრთხილებს დამატებითი მონაცემების ან დოკუმენტების ატვირთვის საჭიროების შესახებ და ეხმარება გადარიცხვის პროცესის უფრო სწრაფად და უშეცდომოდ დასრულებაში.

განახლებული სერვისი უკვე ხელმისაწვდომია მობილბანკის 8.27.0 და უფრო ახალ ვერსიებში. გადმოწერე მობილბანკი მარტივად.

← მთავარი