პოლიტიკა
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად დაინიშნა. ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება და განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. აკადემიაში სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც თავად აქვს უსაფრთხოების გამოწვევები, თუმცა ამავდროულად, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია რეგიონში უსაფრთხოების განვითარების თვალსაზრისით. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანკარაში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ ფორმატში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ გააცნოს საკუთარი პოზიციები და ხაზი გაუსვას საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის რამდენიმე უბანში, მათ შორის დიდ დიღომსა და აღმაშენებლის ხეივანში, პრობლემები შეიქმნა. დატბორვის გამო დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიკეტა გზები. ასევე, მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილი ჩამოიშალა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბმა "პარიზმა" ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნა. გუნდს 41 წლის ინგლისელი სპეციალისტი ლიამ როსენიორი უხელმძღვანელებს, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მან ამ პოსტზე ანტუან კომბუარე შეცვალა.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად. აკადემია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.
7 ივლისი, 2026
სპორტი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ (EB) მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის (ROC) საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვა. რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა 2023 წლის 12 ოქტომბრიდან. გადაწყვეტილება მიღებული იქნა IOC-ის იურიდიულ საკითხთა კომისიის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი აღარ მოიცავს უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (NOC) იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე არსებულ არცერთ რეგიონულ სპორტულ ორგანიზაციას.
7 ივლისი, 2026
სპორტი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ (EB) მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის (ROC) საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვა. რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა 2023 წლის 12 ოქტომბრიდან. გადაწყვეტილება მიღებული იქნა IOC-ის იურიდიულ საკითხთა კომისიის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი აღარ მოიცავს უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (NOC) იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე არსებულ არცერთ რეგიონულ სპორტულ ორგანიზაციას.
7 ივლისი, 2026
სპორტი
„კიოლნის“ პრესსამსახურმა ინტერვიუ ჩაწერა ლუკა ლოჩოშვილთან, რომელმაც ორიოდე დღის წინ ტრადიციულ ბუნდესლიგურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფრომა. ქართველი მცველი ინტერვიუში საუბრობს საერთაშორისო გამოცდილებაზე, თავის სათამაშო სტილზე და იმაზე, რაც უკვე სმენია „კიოლნისა“ და მისი გულშემატკივრების შესახებ.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ მიიწვიეს ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მიემგზავრება, სადაც სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას. ოპონენტების აზრით, ეს გადაწყვეტილება შეესაბამება 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, როდესაც „საქართველოს მთავრობა დემოკრატიული უკუსვლის გამო პარტნიორული ღონისძიებებიდან გამოირიცხა“. მმართველი პარტია კი კრიტიკას „პროპაგანდისტულ კამპანიად“ აფასებს.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება აცხადებს, რომ ქვეყანა პრაქტიკულად გამქრალია NATO-ს პოლიტიკური დღის წესრიგიდან, რაც დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესებასა და ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევას უკავშირდება. ორგანიზაცია მიმოიხილავს საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობების ისტორიას, ხაზს უსვამს, რომ ბოლო წლებში ქვეყნის როლი ალიანსის სამიტებზე მნიშვნელოვნად შემცირდა.
7 ივლისი, 2026