← მთავარი
სპორტი

კონფლიქტი "იბერიაში"! პაატა ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთილია! | Lelo.Ge

7 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
კონფლიქტი

Geo Team-ის ინფორმაციით, “იბერია 1999-ის” ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე დაპირისპირება მოხდა გუნდის მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოსა და გარემარბ პაატა ღუდუშაურს შორის.

ზოგიერთი ინფორმაციით, კონფლიქტი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რისი მიზეზიც მწვრთნელის მხრიდან ფეხბურთელის სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო.

ასეა თუ ისე, კონფლიქტი უკვე ფაქტია და ეს აღიარა კიდეც დემჩენკომ, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება უარყო და მომხდარს “სამუშაო პროცესი” უწოდა:

“არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. სამუშაო პროცესი იყო. პაატა ღუდუშაურს კარგად ვიცნობ. 2021 წელს გორის “დილაში” მე მივიყვანე. 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, არავის უნდოდა მისი წაყვანა. ფეხბურთის თამაში მე დავაწყებინე. შემდეგ დაიწყო მისი კარიერული წინსვლა, მის ხასიათს იდეალუდად ვიცნობ…

პრობლემა აქ ისაა, რომ ზოგი უმკლავდება სპორტულ კონკურენციას, ზოგი ვერა. ეს მოხდა პაატას შემთხვევაში. თუ ვინმე საკუთარ ხასიათს ვერ აკონტროლებს, აფუჭებს გუნდში კლიმატს. ასეთ ფეხბურთელებთან ვერ ვმუშაობ.

დიახ, კონფლიქტი იყო და ამას ვადასტურებ. ფეხბურთში მსგავსი რამ მომავალშიც მოხდება, რადგან ემოციური სპორტია. ამას პაატას ბოლო მატჩების გაუმართლებელი ეპიზოდები დაემატა. წითელი ბარათი და სხვა…

ასე არ შეიძლება! ფეხბურთელმა მისი ადგილის მოსაპოვებლად მწვანე მინდორზე ჯანსაღად უნდა იბრძოლოს. ამიტომაც, პაატა პირველი გუნდიდან მოკვეთილია. ახლა გუნდში ჯანსაღი გარემოა და “ფლორასთან” მატჩისთვის ვემზადებით”, - მოჰყავს Geo Team-ს დემჩენკოს სიტყვები.

← მთავარი