მსოფლიო
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს, მარინ ლე პენს სასამართლომ ერთწლიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა ელექტრონული სამაჯურით. პარიზის სააპელაციო სასამართლომ ლე პენი ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენებისთვის დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელი შეუმცირა. ლე პენმა განაცხადა, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
თბილისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ დიდი დიღომი და აღმაშენებლის ხეივანი დატბორილია. უამინდობამ ასევე გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩამონგრევა მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს თურქეთისთვის F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის საკითხს. ეს გადაწყვეტილება მიიღება მას შემდეგ, რაც 2019 წელს ანკარის მიერ რუსული სისტემის შეძენის გამო პროგრამიდან გამოთიშა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აპირებენ სანქციების მოხსნას, რადგან „არ სურთ მეგობრებისთვის სანქციების დაწესება“.
7 ივლისი, 2026
სპორტი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ (EB) მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის (ROC) საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვა. რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა 2023 წლის 12 ოქტომბრიდან. გადაწყვეტილება მიღებული იქნა IOC-ის იურიდიულ საკითხთა კომისიის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი აღარ მოიცავს უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (NOC) იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე არსებულ არცერთ რეგიონულ სპორტულ ორგანიზაციას.

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად დაინიშნა. აკადემია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს განახორციელებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, სოციალურ ქსელში წერს, რომ სომხეთიდან ჩამოტანილი გარგარისგან ჯემი მოამზადა. მისი თქმით, გარგარი სომხეთში მიმდინარე ცვლილებების სიმბოლოა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა მისცა ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის მომხრე პარტიებს. კოსიმ ასევე აღნიშნა რუსეთის მცდელობა, გავლენა მოეხდინა არჩევნებზე ხილის იმპორტის შეზღუდვით და ევროკავშირის დახმარება სომხეთისთვის ბაზრის გახსნაში.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. ნგრევა და დაზიანებები ქალაქის ოთხ რაიონში დაფიქსირდა, ყველაზე მეტად კი პოდოლსკის რაიონი დაზარალდა.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
დამასკოში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, სასტუმროსთან ორი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი ბომბი სანაგვე კონტეინერში იყო დამონტაჟებული, მეორე კი სასტუმროს სიახლოვეს გაჩერებულ ავტომობილში. საფრანგეთის პრეზიდენტმა სასტუმრო დილითვე დატოვა და სირიის დროებით პრეზიდენტთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრა.
7 ივლისი, 2026