განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა - ქალაქის ნაწილი დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი დიღომი და აღმაშენებლის ხეივანი დაიტბორა, სადაც ხე წაიქცა და გზა ჩაკეტა. ასევე, უამინდობამ პრობლემები შექმნა მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე და ვარკეთილში.

8 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] ტრამპს დასცინეს - აშშ-ისთან მატჩის ბოლოს ბელგიელებმა ასეთი რამ გააკეთეს

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში აშშ-ის ნაკრები ბელგიასთან 1:4 განადგურდა. მატჩის შემდეგ ბელგიელმა ფეხბურთელებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ცნობილი ცეკვა YMCA-ზე გააკეთეს, რითაც მას დასცინეს. ტრამპი წლების განმავლობაში ამ ცეკვას რეგულარულად ასრულებდა თავის გამოსვლებზე.

8 ივლისი, 2026
საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა - შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც

უხვი ნალექის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს. აეროპორტის ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს.

8 ივლისი, 2026
სპორტი

"პარიზს", სადაც ახლახან ანდრია კვირიკაძე გადავიდა, სათავეში ლიამ როსენიორი ჩაუდგა

საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბმა "პარიზმა" ახალი მთავარი მწვრთნელი, 41 წლის ინგლისელი სპეციალისტი ლიამ როსენიორი წარადგინა. მასთან გაფორმებული კონტრაქტი 2-წლიანია. როსენიორმა ამ პოსტზე ანტუან კომბუარე შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა გასული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამავე კლუბს "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი ანდრია კვირიკაძე შეუერთდა.

8 ივლისი, 2026
სპორტი

პაატა ღუდუშაური: "დემჩენკოს სიტყვები იყო სრული სიცრუე"...

პაატა ღუდუშაური გამოეხმაურა ანდრეი დემჩენკოს განცხადებას, რომელიც ფეხბურთელის მიერ სპორტული კონკურენციის აუტანლობას შეეხებოდა. ღუდუშაურის თქმით, დემჩენკოს სიტყვები სრული სიცრუე იყო და ამ ეტაპზე მეტს არაფერს დაამატებს, თუმცა დრო ყველაფერს აჩვენებს.

8 ივლისი, 2026
სამართალი

მონაკოში ბიზნესმენზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევთან ახლოს იპოვეს

კიევთან ახლოს იპოვეს ქალის ცხედარი, რომელიც მონაკოში ბიზნესმენზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. ანასტასია ბერეზოვსკაიას ცხედარი 6 ივლისს აღმოაჩინეს და დადასტურდა, რომ ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მკვლელობის საქმეზე უკვე დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი და ყოფილი სამართალდამცველი.

8 ივლისი, 2026
სპორტი

მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს

გერმანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ალექსანდერ ნიუბელი კარიერას "ბეშიქთაშში" განაგრძობს. ფეხბურთელი "ბაიერნის" საკუთრება იყო, თუმცა ძირითად გუნდში არ უთამაშია. სტამბოლელები ფეხბურთელის სანაცვლოდ "რეკორდმაისტერს" 6,5 მილიონს გადაუხდიან.

8 ივლისი, 2026
მსოფლიო

კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა: დედაქალაქზე რუსეთის თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის მიერ დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ათობით კი დაშავდა. ნგრევა და დაზიანებები ქალაქის ოთხ რაიონში დაფიქსირდა, ყველაზე მეტად კი პოდოლსკის რაიონი დაზარალდა.

8 ივლისი, 2026
საზოგადოება

კახეთში საფრთხის დონე მაღალია - დღეიდან 9 ივლისამდე აღმ. საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რის გამოც საფრთხის დონე მაღალი იქნება.

8 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს მანამდეც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა სამართალდამცავ ორგანოებში.

8 ივლისი, 2026