სპორტი
გერმანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ალექსანდერ ნიუბელი კარიერას "ბეშიქთაშში" განაგრძობს. ფეხბურთელი "ბაიერნის" საკუთრება იყო, თუმცა ძირითად გუნდში არ უთამაშია. სტამბოლელები ფეხბურთელის სანაცვლოდ "რეკორდმაისტერს" 6,5 მილიონს გადაუხდიან, რასაც 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.
8 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ფესტივალის მთავარ ტურნირში, სადაც ცხრა ქვეყნის 39 მოჭადრაკე მონაწილეობს, ექვსი ტური უკვე გათამაშდა. ქართველმა დიდოსტატმა ლევან ფანცულაიამ, რომელიც რეიტინგფავორიტია, მეექვსე ტურში ირანელ ლიდერს, სეიდ კაიან პურმოსავის დაუზავდა და ახლა მას ნახევარი ქულით ჩამორჩება. გაიოზ ნიგალიძემ თავის პარტიაში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო გიგა ყუფარაძე და თორნიკე სანიკიძე დამარცხდნენ.
8 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. ნგრევა და დაზიანებები ქალაქის ოთხ რაიონში დაფიქსირდა, ყველაზე მეტად კი პოდოლსკის რაიონი დაზარალდა.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რამაც შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს მანამდეც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა სამართალდამცავ ორგანოებში.
8 ივლისი, 2026
მსოფლიო
დმიტრი მედვედევის „ტელეგრამ“-არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც ტალახის გუბეში ჩაწოლილი ღორია აღბეჭდილი. ვიდეოს თანმხლები წარწერა არ ახლდა და იგი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. მედვედევს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
8 ივლისი, 2026
მსოფლიო
სირიის დედაქალაქ დამასკოში, სასტუმრო Four Seasons-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი აფეთქება სანაგვე კონტეინერში იყო დამონტაჟებული, ხოლო მეორე - სასტუმროს სიახლოვეს გაჩერებულ ავტომობილში. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სასტუმროს დილითვე ტოვებდა.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკმა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში რიგით 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა გახსნა. ეს ინიციატივა ახალგაზრდებისთვის განათლებისა და აღმოჩენების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. ახალი სივრცე მოსწავლეებს 2000-მდე წიგნს, კომპიუტერებს, პროექტორებსა და STEM კუთხეს სთავაზობს.
8 ივლისი, 2026
სამართალი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.
8 ივლისი, 2026
სპორტი
RMC Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-მ „მონაკოს“ 24 წლის შემტევ მაგნეს აკლიუშთან კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. პარიზული კლუბი ფეხბურთელში 50 მილიონ ევროს გადაიხდის და 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
8 ივლისი, 2026