სპორტი
იტალიური მედიის ინფორმაციით, "ნაპოლი" შოტლანდიელი ნახევარმცველის, სკოტ მაკტომინეის, გუნდში დატოვებას ცდილობს და მას 2030 წლამდე, პლუს ერთი სეზონის გახანგრძლივების ოფციით, ახალ შრომით ხელშეკრულებას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მზადაა, მისი წლიური გასამრჯელო 7 მილიონ ევრომდე გაზარდოს, ფეხბურთელის აგენტს უფრო მეტი, 10 მილიონი ევრო სურს.
8 ივლისი, 2026
სპორტი
რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ესპანეთთან მერვედფინალური მატჩის დასრულების შემდეგ. მან მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთელებს, თუმცა აღნიშნა, რომ გუნდს იღბალი არ ჰყოფნიდა. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიის ნაკრებს ჟორჟე ჟეზუში ჩაიბარებს, რომელიც ბოლოს საუდის არაბეთის „ალ ნასრში“ მუშაობდა.
8 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" 27 წლის ბრაზილიელი გარემარბი, პაულო ვიტორი დაიმატა. ფეხბურთელმა ზღვისპირულ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვიტორი, რომელიც "ვასკო და გამას" აღზრდილია, მანამდე პორტუგალიურ "პორტიმონენსეში" თამაშობდა.
8 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი 56:3 დაამარცხა. ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი გამარჯვება ტურნირზე, მანამდე კი უელსთან და სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა. საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი დიღომი და აღმაშენებლის ხეივანი დაიტბორა, სადაც ხე წაიქცა და გზა ჩაკეტა. ასევე, უამინდობამ პრობლემები შექმნა მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე და ვარკეთილში.
8 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში აშშ-ის ნაკრები ბელგიასთან 1:4 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ბელგიელმა ფეხბურთელებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობილი ცეკვა YMCA-ზე გაიმეორეს. ტრამპი ამ ცეკვას წლების განმავლობაში ასრულებდა თავის მიტინგებზე.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
უხვი ნალექის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს.
8 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბმა "პარიზმა" ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნა. გუნდს 41 წლის ინგლისელი სპეციალისტი ლიამ როსენიორი უხელმძღვანელებს, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მან ამ პოსტზე ანტუან კომბუარე შეცვალა.
8 ივლისი, 2026
სპორტი
პაატა ღუდუშაური გამოეხმაურა ანდრეი დემჩენკოს განცხადებას, რომელიც ფეხბურთელთან დაკავშირებით გაკეთდა. ღუდუშაურის თქმით, დემჩენკოს სიტყვები იყო სრული სიცრუე და ამ ეტაპზე მეტს არაფერს დაამატებს.
8 ივლისი, 2026
სამართალი
კიევთან ახლოს იპოვეს ქალის ცხედარი, რომელიც მონაკოში ბიზნესმენზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. ანასტასია ბერეზოვსკაიას ცხედარი 6 ივლისს აღმოაჩინეს და დადასტურდა, რომ ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მკვლელობის საქმეზე უკვე დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი.
8 ივლისი, 2026