სპორტი
[ჭადრაკი] ლევან ფანცულაია ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება | Lelo.Ge
ბათუმში გრძელდება საჭადრაკო ფესტივალი, რომლის მთავარ ტურნირში ცხრა ქვეყნის 39 წარმომადგენელი მონაწილეობს.
უკვე გათამაშდა 6 ტური. ბოლო ტურში ასპარეზობის რეიტინგფავორიტი ლევან ფანცულაია შავი ფიგურებით ერთპიროვნულ ლიდერს - სეიდ კაიან პურმოსავის (ირანი) დაუზავდა. მეწინავეთა ჯგუფის წევრმა გაიოზ ნიგალიძემ ვოლოდია ტოროსიანს (სომხეთი) სძლია, გიგა ყუფარაძე და თორნიკე სანიკიძე კი, შესაბამისად, შაჰდად ტეიმური იადკურისა (ირანი) და დმიტრი სუსლოვთან (რუსეთი) დამარცხდნენ.
ექვსი ტურის შემდეგ: სეიდ კაიან პურმოსავი - 5, ლევან ფანცულაია, ალექსანდრ კოპილოვი (რუსეთი), ემირ ჰოსეინ დორუდგარი (ირანი) - 4.5-4.5, სამ მოჭადრაკეს, მათ შორის - გაიოზ ნიგალიძეს, 4-4 ქულა აქვს.
შეჯიბრების დამთავრებამდე სამი ტური დარჩა.