სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში აშშ-ის ნაკრები ბელგიასთან 1:4 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ბელგიელმა ფეხბურთელებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ცნობილი ცეკვა YMCA-ზე გაიმეორეს. ტრამპი ამ ცეკვას წლების განმავლობაში ასრულებდა თავის მიტინგებზე.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
უხვი ნალექის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს.
8 ივლისი, 2026
სპორტი
კრიშტიანო რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატიდან პორტუგალიის ნაკრების გამოვარდნის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება არ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ცხელ გულზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებს და არ სურს, რომ ტურნირზე ნაკრების თამაშის ნაცვლად, მის პირად გადაწყვეტილებებზე გადავიდეს ყურადღება. რონალდომ ასევე შეაქო ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი და აღნიშნა, რომ მომავალი მწვრთნელის შერჩევის გადაწყვეტილებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იღებს.
8 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბმა "პარიზმა" ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნა. გუნდს 41 წლის ინგლისელი სპეციალისტი ლიამ როსენიორი უხელმძღვანელებს, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მან ამ პოსტზე ანტუან კომბუარე შეცვალა.
8 ივლისი, 2026
სპორტი
რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ესპანეთთან მერვედფინალური მატჩის დასრულების შემდეგ. მან მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთელებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიის ნაკრებს ჟორჟე ჟეზუში ჩაიბარებს, რომელიც ბოლოს საუდის არაბეთის "ალ ნასრში" მუშაობდა.
8 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. 6 ივლისს რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაბომბვიდან თითქმის 20 საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. თავდასხმის შედეგად ქალაქის ოთხ რაიონში დაფიქსირდა ნგრევა და დაზიანებები.
8 ივლისი, 2026
სპორტი
RMC Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-მ "მონაკოს" 24 წლის შემტევ მაგნეს აკლიუშთან კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. პარიზული კლუბი ფეხბურთელში 50 მილიონ ევროს გადაიხდის და 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
8 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ურუგვაის ნაკრებთან გამართა და 56:3 დაამარცხა. ამ გამარჯვებით გუნდი ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და მე-9 ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობს, სადაც იტალიას დაუპირისპირდება.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ მიიწვიეს ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მიემგზავრება, სადაც სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას. ოპონენტების აზრით, ეს საქართველოს ნატოს პლატფორმებიდან თანდათანობით გამოძევების ნაწილია.
8 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ საქმეზე, სადაც მძიმედ დაშავებული მუშის დაცვისას საკუთარი პროფესიული ლიცენზია დაკარგა. მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციამ მასზე ზეწოლა მოახდინა, რადგან ის ძლიერი ბიზნესინტერესების წინააღმდეგ იბრძოდა. ადვოკატი აცხადებს, რომ სისტემა კორუფციით არის გაჟღენთილი და მისი დაცვის მექანიზმები არ არსებობს.
8 ივლისი, 2026