განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

პაატა ღუდუშაური: "დემჩენკოს სიტყვები იყო სრული სიცრუე"...

პაატა ღუდუშაური გამოეხმაურა ანდრეი დემჩენკოს განცხადებას, რომელიც ფეხბურთელის მიერ სპორტული კონკურენციის აუტანლობას შეეხებოდა. ღუდუშაურის თქმით, დემჩენკოს სიტყვები სრული სიცრუე იყო და ამ ეტაპზე მეტს არაფერს დაამატებს, თუმცა დრო ყველაფერს აჩვენებს.

8 ივლისი, 2026
სპორტი

მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს

გერმანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ალექსანდერ ნიუბელი კარიერას "ბეშიქთაშში" განაგრძობს. ფეხბურთელი "ბაიერნის" საკუთრება იყო, თუმცა ძირითად გუნდში არ უთამაშია. სტამბოლელები ფეხბურთელის სანაცვლოდ "რეკორდმაისტერს" 6,5 მილიონს გადაუხდიან, რასაც 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.

8 ივლისი, 2026
საზოგადოება

კახეთში საფრთხის დონე მაღალია - დღეიდან 9 ივლისამდე აღმ. საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, კახეთის რეგიონში კი ძალიან ძლიერი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს. კახეთში საფრთხის დონე მაღალი იქნება.

8 ივლისი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა

საქართველოს ბანკმა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში რიგით 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა გახსნა. ეს ინიციატივა ახალგაზრდებისთვის განათლების და აღმოჩენების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. იდეათეკა აღჭურვილია 2000-მდე წიგნით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით.

8 ივლისი, 2026
სპორტი

შეთანხმება მიღწეულია - აკლიუში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს

RMC Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-მ "მონაკოს" 24 წლის შემტევ მაგნეს აკლიუშთან საბოლოოდ კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. პარიზული კლუბი ფეხბურთელში 50 მილიონ ევროს გადაიხდის და 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

8 ივლისი, 2026
სამართალი

„მოდუსის“ სკანდალური საქმე - „რატომ ვერ გიცავენ ადვოკატები საქართველოში? — ჩემი დაუსრულებელი ბრძოლა სისტემასთან“

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ საქმეზე, სადაც მძიმედ დაშავებული მუშის უფლებებს იცავდა. მისი თქმით, კომპანიამ მუშას სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ამუშავა, რის შედეგადაც მან ხელი დაკარგა. ადვოკატმა საქმეში უსასყიდლოდ ჩაერთო და კომპანიას სასამართლოში უჩივლა, რის შემდეგაც მასზე ზეწოლა დაიწყო.

8 ივლისი, 2026
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის დედაქალაქ თეირანს ეწვია, სადაც ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, ყაველაშვილმა შეხვედრა გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან, სადაც სამძიმარი გამოხატა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

8 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] არგენტინა 3:2 ეგვიპტე. დიდი შემოტრიალება არგენტინულად | Lelo.Ge

მსოფლიო თასის მერვედფინალში არგენტინამ ეგვიპტესთან წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ დიდი შემოტრიალება მოახდინა და 3:2 გაიმარჯვა. ლიონელ მესიმ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ენცო ფერნანდესმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მესი დასახელდა.

8 ივლისი, 2026
საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ნავსადგური ე.წ. „ლენდლორდის მოდელით“ აშენდება და მის განვითარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ეს ნაბიჯი წინა გეგმების შეცვლას ცხადყოფს, რომლის მიხედვითაც ერთ მსხვილ ინვესტორს, კერძოდ კი ბოლოს შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს, სადავო მეგაპროექტის განვითარების უფლება მიენიჭა.

8 ივლისი, 2026
საზოგადოება

8 ივლისის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

8 ივლისის ასტროლოგიური ფონი ხელს უწყობს შინაგანი ძალების მობილიზებას, ნებისყოფის გამოვლენასა და ძველი, დაწყებული საქმეების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს პრაქტიკულობისა და რაციონალიზმისკენ, რაც დაგვეხმარება ილუზიებისგან გათავისუფლებასა და რეალური პერსპექტივების დანახვაში. კოსმოსური ვიბრაციები გვირჩევენ, ემოციები გონების კონტროლს დავუმორჩილოთ და არ ავყვეთ იმპულსურ პროვოკაციებს.

8 ივლისი, 2026