სპორტი
საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბმა "პარიზმა" ახალი მთავარი მწვრთნელი, 41 წლის ინგლისელი სპეციალისტი ლიამ როსენიორი წარადგინა. მასთან გაფორმებული კონტრაქტი 2-წლიანია. როსენიორმა ამ პოსტზე ანტუან კომბუარე შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა გასული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. რამდენიმე დღის წინ ამავე კლუბში "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი ანდრია კვირიკაძე გადავიდა.
8 ივლისი, 2026
სპორტი
პაატა ღუდუშაური გამოეხმაურა ანდრეი დემჩენკოს განცხადებას, რომელიც ფეხბურთელის მიერ სპორტული კონკურენციის აუტანლობას ეხებოდა. ღუდუშაურის თქმით, დემჩენკოს სიტყვები სრული სიცრუე იყო და ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს იტყვის, თუმცა დრო ყველაფერს აჩვენებს.
8 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ალექსანდერ ნიუბელი კარიერას "ბეშიქთაშში" განაგრძობს. ფეხბურთელი "ბაიერნის" საკუთრება იყო, თუმცა ძირითად გუნდში არ უთამაშია. სტამბოლელები ფეხბურთელის სანაცვლოდ "რეკორდმაისტერს" 6,5 მილიონს გადაუხდიან.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რამაც შესაძლოა წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკმა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში რიგით 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა გახსნა. ეს ინიციატივა ახალგაზრდებისთვის განათლების და აღმოჩენების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. იდეათეკა აღჭურვილია 2000-მდე წიგნით, კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით.
8 ივლისი, 2026
სპორტი
RMC Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-მ "მონაკოს" 24 წლის შემტევ მაგნეს აკლიუშთან საბოლოოდ კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. "პარკ დე ფრანსის" ბინადრები ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით, 50 მილიონ ევროს გადაიხდიან და მას 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
8 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ საქმეზე, სადაც მძიმედ დაშავებული მუშა, დავით ნ., კომპანიამ დახმარების გარეშე დატოვა. ადვოკატმა უსასყიდლოდ იკისრა დაზარალებულის დაცვა, რის გამოც თავად გახდა სისტემური ზეწოლის მსხვერპლი. მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციამ ყალბი მტკიცებულებებით შეუჩერა ლიცენზია.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ამ მოდელით, პორტი განვითარდება არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც ტვირთების მოზიდვისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსთვის ცენტრალური აზიის მეორე ქვეყანასთან დამყარებული მსგავსი ურთიერთობაა, რასაც წინ უძღოდა ყაზახეთთან ანალოგიური შეთანხმების გაფორმება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, სადაც განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და რეგიონული კავშირგაბმულობის გაძლიერება.
8 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში ურუგვაის ნაკრები 56:3 დაამარცხა. ანგარიში მე-6 წუთზე ურუგვაელებმა საჯარიმოთი გახსნეს, თუმცა ქართველებმა მალევე, ერთ წუთში ლელოთი უპასუხეს. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და მე-9 ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობს, სადაც იტალიას დაუპირისპირდება.
8 ივლისი, 2026