3-წლიანი პაუზის შემდეგ აკაკი შულაია კვლავ “ტორპედოს” ფეხბურთელი ხდება. გავრცელებული ცნობებით, 29 წლის მარჯვენაფლანგელმა და ქუთაისურმა კლუბმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს.
შულაიამ კარიერა მარტვილის “მერანში” სწორედ ფლანგის შემტევად დაიწყო, თუმცა 19-წლამდელთა ნაკრებში მარჯვენა მცველად ათამაშებდნენ და საჭიროების შემთხვევაში, სხვა გუნდებშიც ითავსებდა ამ როლს.
შულაია ქუთაისური კლუბის წევრი იყო და 2022-2023 წლებში, “ტორპედოს” მაისურით 45 შეხვედრა ჩაატარა. მერე კარიერა აზიაში გააგრძელა - ჯერ უზბეკურ “ყიზილყუმში” იყო, შემდეგ - ტაშკენტის “ლოკომოტივში”, ბოლო სეზონი კი ყირგიზულ “აზიაში” გაატარა.
არსებული ინფორმაციით, შულაიასა და “ტორპედოს” ახალი თანამშრომლობის ამბავი უახლოეს პერიოდში დადასტურდება.