საზოგადოება
11 ივლისიდან ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე მგზავრებს 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეს ცვლილება ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას შექმნის და გაჩერებებზე ლოდინის დროს შეამცირებს.
8 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის დაუყოვნებლივ შეწყვეტის ბრძანება გასცა. მან ფინანსთა მინისტრს შესაბამისი ქმედებებისკენ NATO-ს სამიტზე, გენერალურ მდივანთან შეხვედრისას მოუწოდა. ტრამპი უკმაყოფილოა ესპანეთის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე უარის თქმით და ირანთან ომის დროს აშშ-სთვის ბაზების გამოყენებაზე უარის თქმით.
8 ივლისი, 2026
სპორტი
ეგვიპტის ნაკრების ფეხბურთელმა მუსტაფა ზიკომ და მთავარმა მწვრთნელმა ჰოსამ ჰასანმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში არგენტინასთან წაგებული მატჩის შემდეგ მსაჯი გააკრიტიკეს. მათი აზრით, ტურნირი მესის გასამარჯვებლად ტარდება და მატჩი ჩაწყობილი იყო.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი ანკარაში ნატოს სამიტზე ევროპელ მოკავშირეთა ახალ ინიციატივას წარადგენს. ინიციატივის თანახმად, მომდევნო ათი წლის განმავლობაში ევროპის 12 ქვეყანა 50 მილიარდ დოლარზე მეტს დახარჯავს ღრმა ზუსტი დარტყმების საშუალებების დაფინანსებაზე.
8 ივლისი, 2026
სამართალი
კიევთან ახლოს იპოვეს ქალის ცხედარი, რომელიც მონაკოში ბიზნესმენზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. ანასტასია ბერეზოვსკაიას ცხედარი 6 ივლისს აღმოაჩინეს და დადასტურდა, რომ ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მკვლელობის საქმეზე უკვე დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი და ყოფილი სამართალდამცველი.
8 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი 56:3 დაამარცხა. ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი გამარჯვება ტურნირზე, რის შემდეგაც მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გიორგი ბახუაშვილი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გეკა გელაძის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი.
8 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბია 4:3 დაამარცხა და 1954 წლის შემდეგ პირველად გავიდა მეოთხედფინალში. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი შვეიცარიამ გაიმარჯვა. შვეიცარია 12 ივლისს, მეოთხედფინალში, კანზასში არგენტინას შეხვდება.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა „საერთაშორისო აღიარების“ მორიგი მცდელობა განახორციელა. ხელი მოეწერა შეთანხმებას „დაძმობილებული კავშირების“ დამყარების შესახებ ოკუპირებულ სოხუმსა და განის რესპუბლიკის სოჰუმის მუნიციპალური ოლქის ქალაქ სოჰუმს შორის. განის დელეგაცია აფხაზეთში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და აგრარული პოტენციალის წარსადგენად ჩავიდა.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა „საერთაშორისო აღიარების“ მორიგი მცდელობა განახორციელა. ხელი მოეწერა შეთანხმებას „დაძმობილებული კავშირების“ დამყარების შესახებ ოკუპირებულ სოხუმსა და განის რესპუბლიკის სოჰუმის მუნიციპალური ოლქის ქალაქ სოჰუმს შორის. განის დელეგაცია აფხაზეთში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და აგრარული პოტენციალის წარსადგენად ჩავიდა.
8 ივლისი, 2026