[რაგბი. U20] ჩემპიონობისთვის ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი დადგა | Lelo.Ge
თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირი დასრულდა.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის განაგრძობს. ჩვენი გუნდი თბილისიდან ქუთაისში გადაინაცვლებს და დარჩენილ ორ მატჩს იქ გამართავს.
„უმცროსი ბორჯღალოსნების“ მეტოქე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალში იტალიის ნაკრები იქნება. მეორე წყვილში ირლანდია ფიჯის დაუპირისპირდება. მომდევნო მეტოქეც ამ ორიდან ერთ-ერთი იქნება.
ჩემპიონობისთვის ბრძოლას სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ინგლისი და საფრანგეთი განაგრძობს. „უმცროსი ბოკე“ ინგლისს დაუპირისპირდება. „ბეიბი ბლექსი“ კი, შესაბამისად საფრანგეთს. თამაშები 12-13 ივლისს გაიმართება.
მე-13 ადგილისთვის: იაპონია U20 - აშშ U20 ურუგვაი U20 - ესპანეთი U20
მე-9 ადგილისთვის: საქართველო U20 - იატალია U20 ირლანდია U20 - ფიჯი U20
მე-5 ადგილისთვის: შოტლანდია U20 - არგენტინა U20 ავსტრალია U20 - უელსი U20
ნახევარფინალი: ს.აფრიკა U20 - ინგლისი U20 ახ.ზელანდია U20 - საფრანგეთი U20