საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბრატისლავაში გაემგზავრა
საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჩასართავად მზადებას განაგრძობს. ტურნირი 2026 წლის 10-დან 19 ივლისის ჩათვლით სლოვაკეთის დედაქალაქ ბრა ტისლავაში გაიმართება.
ჩემპიონატში მონაწილეობას 21 ევროპული ნაკრები იღებს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. B ჯგუფში მოხვედრილი საქართველოს ნაკრების მეტოქეები უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი და ესტონეთი იქნებიან.
გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფური ეტაპის 5 გუნდიან ჯგუფებში თითოეული ნაკრები 4 მატჩს ჩაატარებს. ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გავა და B დივიზიონის საპრიზო ადგილებისა და A დივიზიონის საგზურებისთვის ბრძოლას განაგრძობს, ხოლო III-IV ადგილზე გასული გუნდები 9-16 ადგილებისთვის იბრძოლებენ. V ადგილოსნები საკლასიფიკაციო ეტაპზე 17-21 ადგილების გადასანაწილებლად ითამაშებენ.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია კოტე ტუღუში, რომელსაც სამწვრთნელო შტაბში ასისტენტობას დავით და ალექსანდრე ნოზაძეები უწევენ. გუნდის ფიზიკური მომზადების მწვრთნელია მალხაზ ლობჟანიძე, ექიმები — ვაჟა კოტორაშვილი და დავით კოხტაშვილი, ხოლო ნაკრების მენეჯერი — გივი სანაძე.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი B ჯგუფში (ბრატისლავა):
10 ივლისი (პარასკევი): უკრაინა VS საქართველო - 22:30 11 ივლისი (შაბათი): საქართველო VS შვეიცარია - 20:30 12 ივლისი (კვირა): ლუქსემბურგი VS საქართველო- 15:00 15 ივლისი (ოთხშაბათი): საქართველო VS ესტონეთი -15:30