მსოფლიო
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის მიერ 6 ივლისს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ათობით კი დაშავდა. ნგრევა და დაზიანებები დაფიქსირდა ქალაქის ოთხ რაიონში, განსაკუთრებით პოდოლსკის რაიონში, სადაც საცხოვრებელი კორპუსები მძიმედ დაზიანდა.
8 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. ნგრევა და დაზიანებები დაფიქსირდა ქალაქის ოთხ რაიონში, განსაკუთრებით პოდოლსკის რაიონში, სადაც საცხოვრებელი კორპუსები მძიმედ დაზიანდა.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად. აკადემია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.
8 ივლისი, 2026
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა. სამ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთ-ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, ბესიკ ჯაფარიძეა. დაკავებულები მოქალაქეებს შორის ფინანსური დავების გადაწყვეტაში ერეოდნენ და დავების გადაუჭრელობის შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
8 ივლისი, 2026
სამართალი
კიევთან ახლოს იპოვეს ქალის ცხედარი, რომელიც მონაკოში ბიზნესმენზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. ანასტასია ბერეზოვსკაიას ცხედარი 6 ივლისს აღმოაჩინეს და ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მკვლელობის საქმეზე უკვე დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი და ყოფილი სამართალდამცველი.
8 ივლისი, 2026
სამართალი
კიევთან ახლოს იმ ქალის ცხედარი იპოვეს, რომელიც მონაკოში ბიზნესმენზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. ანასტასია ბერეზოვსკაიას ცხედარი 6 ივლისს აღმოაჩინეს და დადასტურდა, რომ ქალი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მკვლელობის საქმეზე უკვე დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი და ყოფილი სამართალდამცველი.
8 ივლისი, 2026
სამართალი
კიევთან ახლოს იპოვეს ქალის ცხედარი, რომელიც მონაკოში ბიზნესმენზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. ანასტასია ბერეზოვსკაიას ცხედარი 6 ივლისს აღმოაჩინეს და დადასტურდა, რომ ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მკვლელობის საქმეზე უკვე დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი და ყოფილი სამართალდამცველი.
8 ივლისი, 2026
სპორტი
29 წლის მარჯვენაფლანგელი აკაკი შულაია სამწლიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და უახლოეს მომავალში ოფიციალური დადასტურებაც იქნება. შულაია "ტორპედოს" რიგებში 2022-2023 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც აზიაში გააგრძელა კარიერა.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს სამართალდამცავ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა „საერთაშორისო აღიარების“ მორიგი მცდელობა განახორციელა. ხელი მოეწერა შეთანხმებას „დაძმობილებული კავშირების“ დამყარების შესახებ ოკუპირებულ სოხუმსა და განის რესპუბლიკის სოჰუმის მუნიციპალური ოლქის ქალაქ სოჰუმს შორის. განის დელეგაცია აფხაზეთში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და აგრარული პოტენციალის წარსადგენად ჩავიდა.
8 ივლისი, 2026