განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
პოლიტიკა

უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია საყოველთაო არჩევანია.

8 ივლისი, 2026
საზოგადოება

ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა (რ)

გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე, უზბეკეთში გამართულ Tashkent International Investment Forum 2026-ში მონაწილეობდა. მან პანელურ დისკუსიაში „უზბეკეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივები“ გალტ & თაგარტის გამოცდილება და საქართველოს ბაზარზე დაგროვილი პრაქტიკა გააზიარა.

8 ივლისი, 2026
მსოფლიო

დამასკოში, იმ სასტუმროსთან, სადაც ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა, ორი აფეთქება მოხდა

დამასკოში, სასტუმრო Four Seasons-თან, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა, ორი აფეთქება მოხდა. ერთი ბომბი სანაგვე კონტეინერში იყო, მეორე კი სიახლოვეს გაჩერებულ ავტომობილში. მაკრონი სასტუმროს დილითვე ტოვებდა და სირიის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებზე მიემგზავრებოდა.

8 ივლისი, 2026
სპორტი

ქუთაისის "ტორპედო" აკაკი შულაიას იბრუნებს? | Lelo.Ge

3-წლიანი პაუზის შემდეგ, აკაკი შულაია შესაძლოა კვლავ "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის მარჯვენაფლანგელმა და ქუთაისურმა კლუბმა კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს. შულაია 2022-2023 წლებში "ტორპედოს" რიგებში თამაშობდა, რის შემდეგაც კარიერა აზიაში გააგრძელა.

8 ივლისი, 2026
სპორტი

"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა

უიმბლდონის მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოჟე-ალიასიმი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტმა ჯოკოვიჩი ლიონელ მესის შეადარა, რაზეც სერბმა ჩოგბურთელმა იუმორით უპასუხა. ჯოკოვიჩი ნახევარფინალში იანიკ სინერს დაუპირისპირდება.

8 ივლისი, 2026
მსოფლიო

კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა: დედაქალაქზე რუსეთის თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. ნგრევა და დაზიანებები ქალაქის ოთხ რაიონში დაფიქსირდა.

8 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ნატოს სამიტზე მიწვეულთა სიაში საქართველოს არყოფნას ოპონენტებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უთანხმოება მოყვა

საქართველოს მთავრობის ოპონენტები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ არის მიწვეული ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას.

8 ივლისი, 2026
მსოფლიო

დამასკოში, იმ სასტუმროსთან, სადაც ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა, ორი აფეთქება მოხდა

დამასკოში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, სასტუმროსთან ორი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი ბომბი სანაგვე კონტეინერში იყო, მეორე კი სასტუმროს სიახლოვეს გაჩერებულ ავტომობილში. მაკრონი სასტუმროს დილითვე ტოვებს და მოლაპარაკებებზე მიემგზავრება.

8 ივლისი, 2026
საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს - რა ვითარებაა წუხანდელი უამინდობის შემდეგ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს წუხანდელი ძლიერი ნალექისა და ელჭექის შემდეგ შექმნილი ვითარების შესახებ. აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, დროებით შეიზღუდა მგზავრთა მომლოდინეთა სივრცე.

8 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს სამართალდამცავ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის დაცვის პოლიციის დეპარტამენტში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

8 ივლისი, 2026