← მთავარი
სპორტი

[მსოფლიო თასი 2026] ეგვიპტემ ფიფა-ში იჩივლა! ჰოსამ ჰასანი: "არგენტინელთა მესამე გოლამდე ჩვენს სასარგებლოდ პენალტი უნდა დანიშნულიყო"...

8 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[მსოფლიო თასი 2026] ეგვიპტემ ფიფა-ში იჩივლა! ჰოსამ ჰასანი:

ეგვიპტის საფეხბურთო ასოციაციამ ფიფა-ში იჩივლა. “ფარაონები” აღაშფოთა ფრანგი არბიტრის, ფრანსუა ლეტექსიეს მსაჯობამ არგენტინასთან წაგებულ (2:3) მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში.

ეგვიპტური ფეხბურთის პირველკაცი ჰანი აბუ რიდა სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას ითხოვს. დამარცხებულთა აზრით, არგენტინელთა მიერ გატანილ მესამე გოლამდე, მათ კარში 11-მეტრიანი უნდა დანიშნულიყო. გარდა ამისა, ისინი მუნდიალის ბოლომდე იმ სამსაჯო ბრიგადის დისკვალიფიკაციას ითხოვენ, რომელიც ამ თამაშს მოემსახურა.

“ჩვენ არგენტინაზე უკეთესები ვიყავით და უნდა გავსულიყავით მეოთხედფინალში. დიდი უსამართლობაა, რაც მოხდა. ჩვენ არ დაგვინიშნეს 11-მეტრიანი და არ ჩაგვითვალეს გოლი. მე არ მეშინია და სიმართლეს ვიტყვი - ეს თამაში ჩაწყობილი იყო.

მთელმა მსოფლიომ ნახა ეს. თუ უნდათ, რომ მაინც არგენტინამ მოიგოს, მაშინ რაღას გვეძახიან მსოფლიოს ჩემპიონატზე. ალბათ, აქ მარკეტინგი ჩაერია. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი უნდა დარჩენილიყო მუნდიალზე.

ფეხბურთელებმა ჩემი მითითებები შეასრულეს. მათი მადლიერი ვარ, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი ჩვენს ბედს სხვა ფაქტორები წყვეტენ. წაგება მძულს და თავს დამარცხებულებად ისედაც არ მივიჩნევთ.

მსოფლიოს ჩემპიონებს მარკეტინგული მხარე დაეხმარა. ჩვენ გვქონდა შეცდომები, მაგრამ ამას არ გადაუწყვეტია ყველაფერი. ის ვერ მივიღეთ, რასაც ვიმსახურებდით, ეს კი უსამართლობის დიდ განცდას ბადებს.

ჩვენთვის არაფერი მთავრდება. გავაგრძელებთ განვითარებას. უბრალოდ, საწყენია, რაც ხდება. მათ უნდოდათ, რომ მესი დარჩენილიყო მსოფლიო ჩემპიონატზე და მათ ეს მიიღეს. ფეხბურთში დღეს ბევრ რამეზე მოქმედებენ გარე ფაქტორები”, - თქვა ეგვიპტის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰოსამ ჰასანმა.

“ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ. მატჩის მეტი წილი უკეთესები ვიყავით მეტოქეზე. ყველაფერი რაც ხდება, ღმერთის ნებაა. მსაჯობაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. გოლი გაგვიუქმეს და ეგვიპტის ნაკრების სასარგებლოდ არ დანიშნეს პენალტი.

ჩვენ დიდებული, შესანიშნავი გუნდი გვყავს და წინ კიდევ უფრო წარმატებული მომავალი გველის. დღეს კი ღმერთმა ასეთი ბედი მოგვიმზადა”, - ეს კი მოჰამედ სალაჰის სიტყვებია.

← მთავარი