"ბოდიში მომიხადოს და ფრთხილად იყოს" - პარაგვაელმა სენატორმა მბაპეს პასუხი დაუბრუნა
მიუხედავად იმისა, რომ გუშინ პარაგვაის მთავრობამ სენატორ სელესტა ამარილიას კილიან მბაპესადმი გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიში მოიხადეს, თავად ამარილიამ მორიგი განცხადება გააკეთა და ფრანგ ფეხბურთელს მოუწოდა, რომ საკუთარ განცხადებებზე კარგად დაფიქრდეს.
“ვურჩევდი, ჩემი წერილი წაიკითხოს, თუ კითხვა შეუძლია, და ვურჩევდი, პარაგვაელებთან ფრთხილად იყოს.
რონალდინიო უკვე იჯდა აქ ციხეში. მან მბაპემ არ უნდა შემაფასოს სათანადოდ. შემიძლია, მას გენდერული და პოლიტიკური ძალადობისთვის ვუჩივლო. ის ვალდებულია, ბოდიში მომიხადოს”, - განაცხადა ამარილიამ ABC Cardinal-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ამარილიამ მანამდე საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კილიან მბაპეს შეურაცხყოფა მიაყენა იმის გამო, რომ მან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის შემდეგ პარაგვაის ნაკრების მეკარეს ხელი არ ჩამოართვა. მოგვიანებით ფრანგმა ფეხბურთელმა ამ განცხადებას უპასუხა, რის შემდეგაც ამარილია მას ციხით დაემუქრა.
ეს კი პარაგვაის მთავრობის განცხადებაა:
“ამარილიას ნათქვამი ეწინააღმდეგება მშვიდობიანი თანაარსებობის და ადამიანთა ღირსების პატივისცემას, რომლის ერთგულია ჩვენი სახელმწიფო. მოცემულ საკითხში კანონმდებელი პირადადაა პასუხისმგებელი თავის სიტყვებზე და არავითარ შემთხვევაში არ ასახავს რესპუბლიკის მთავრობის ან პარაგვაის ხალხის პოზიციას.
მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას ადამიანის უფლებების დაცვის, ყველა ადამიანის თანასწორობისა და პატივისცემის იდეალების, ასევე რასიზმის, ქსენოფობიის, შეუწყნარებლობისა და სიძულვილისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ.
ამასთანავე, ის სოლიდარობას უცხადებს მათ, ვინც შესაძლოა ამ სიტყვებმა შეურაცხყო, და კიდევ ერთხელ ადასტურებს პატივისცემას საფრანგეთის ხალხის მიმართ, რომელთანაც პარაგვაის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ხანგრძლივი კავშირები აქვს”.