სპორტი
უიმბლდონის ტურნირზე ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა განსაკუთრებული ჟესტით გულშემატკივრები აღაფრთოვანა. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის დასრულების შემდეგ სამეფო ლოჟაში თითქმის აღარავინ დარჩა, შვეიცარიელი ჩოგბურთელი ბოლომდე დარჩა და ცენტრალურ კორტზე მიმდინარე შეხვედრას უყურებდა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირი დასრულდა. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის განაგრძობს. ჩვენი გუნდი ქუთაისში გადაინაცვლებს და დარჩენილ ორ მატჩს იქ გამართავს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი მატჩი გამართა. ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მწვრთნელთა შტაბმა გუნდისთვის ორი მორაგბე შეარჩია: უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი, მესამეხაზელი ლუკა ნარსია და ცხრა ნომერი თემურ ძოძუაშვილი. ორივე მათგანი კარიერას „შავ ლომში“ განაგრძობს.
9 ივლისი, 2026
სამართალი
კიევთან ახლოს იპოვეს ქალის ცხედარი, რომელიც მონაკოში ბიზნესმენზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებს. წყაროების ცნობით, ანასტასია ბერეზოვსკაიას ცხედარი 6 ივლისს აღმოაჩინეს და ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მკვლელობის საქმეზე უკვე დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი და ყოფილი სამართალდამცველი.
9 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-ს 30 წლის ნახევარმცველი ფაბიან რუისი შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, „ბლანკოსი“ პარიზულ კლუბს რუისში 40 მილიონ ევროს შესთავაზებს. ამ ტრანსფერის შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელია მომავალ სეზონში მასთან ერთად აღარ ითამაშებს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შერკინების ბურჯი გიორგი ტურაშვილი ფრანგულ „კასტრში“ კიდევ სამ წელიწადს ითამაშებს. ქართველი ბურჯი ამ გუნდში შარშან სეზონის წინ ჩაირიცხა და ესპუართა გუნდში თამაშობდა. ამჯერად, მან ხელშეკრულება გუნდთან 2029 წლამდე გააფორმა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
გორის „დილას“ ახალი ფეხბურთელი ჰყავს. ნორვეგიელი თავდამსხმელი ფრანკლინ ნიენეტუ გორულ კლუბს შეუერთდა. 25 წლის ფეხბურთელი ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა შეუძლია შეტევის ორივე ფლანგზეც ითამაშოს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში აზერბაიჯანულ „ზირასთან“ მტკივნეული მარცხი განიცადა. ანგარიშით 0:3 დამარცხდა. მატჩში გოლები რუან რენატომ (2) და დავით ვოლკოვმა გაიტანეს. ქართული გუნდი ბურთს იოლად კარგავდა და შეტევების განვითარებას ვერ ახერხებდა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
თბილისის „იბერია 1999-მა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონეთის ჩემპიონ „ფლორა“ სტუმრად 3:2 დაამარცხა. ანგარიში ნაჭყებიამ გახსნა, შემდეგ ჯინჯოლავამ პენალტით გაზარდა, თუმცა მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. გამარჯვების გოლი ქარდავამ გაიტანა. „იბერია“ შემდეგ ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანს“ შეხვდება.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. საერთაშორისო ქვეყნები და კომპანიები კი პარტნიორების სახით მიიღებენ მონაწილეობას. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს ნაბიჯი წინა გეგმების შეცვლას ცხადყოფს, რომლის მიხედვითაც ერთ მსხვილ ინვესტორს პროექტის განვითარების უფლება მიენიჭა.
9 ივლისი, 2026