← მთავარი
სპორტი

გიმარაეშმა "ნიუკასლს" აცნობა, რომ კარიერის "არსენალში" გაგრძელება სურს

9 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
გიმარაეშმა

“ნიუკასლის” კაპიტანს, ბრუნო გიმარაეშს კარიერის “არსენალში” გაგრძელება სურს, ამის შესახებ ფეხბურთელმა კლუბს გუშინ აცნობა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა “მეთოფეებში” გადასვლის სურვილი დააფიქსირა, “არსენალმა” ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო და “ნიუკასლს” 65 მილიონი ევროც შესთავაზა, თუმცა “კაჭკაჭებმა” წინადადება დაბლოკეს.

“მეთოფეები” მესამე შეთავაზებას მალე გააკეთებენ და ტრანსფერის დახურვას შეეცდებიან.

“ნიუკასლმა” ბრუნო 2022 წელს, “ლიონიდან”, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

← მთავარი