სპორტი
პსჟ-ს 30 წლის ნახევარმცველი ფაბიან რუისი შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. კონტრაქტის მიხედვით, რუისს პარიზულ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, თუმცა, იმისათვის, რათა კლუბმა მომდევნო წელს უფასოდ არ დაკარგოს, შესაძლოა, ახლავე გაყიდონ. გამოცემის ინფორმაციით, „ბლანკოსი“ „პარი სენ ჟერმენს“ ესპანელ ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს შესთავაზებს.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ირანის ლიდერები მატყუარები არიან და მათთან ურთიერთობა დროის კარგვაა. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მოახდენს ქვეყნის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას.
9 ივლისი, 2026
სპორტი
„იბერია 1999“-მა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ესტონეთში, „ფლორას“ წინააღმდეგ გამარჯვებით დაიწყო. ანგარიში 3:2 დაფიქსირდა სტუმართა სასარგებლოდ. გოლები გაიტანეს ნაჭყებიამ, ჯინჯოლავამ და ქარდავამ. მატჩის ბოლოს „ფლორას“ ფეხბურთელი კოლო გააძევეს.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა „საერთაშორისო აღიარების“ მორიგი მცდელობა განახორციელა. ხელი მოეწერა შეთანხმებას „დაძმობილებული კავშირების“ დამყარების შესახებ ოკუპირებულ სოხუმსა და განის რესპუბლიკის სოჰუმის მუნიციპალური ოლქის ქალაქ სოჰუმს შორის. განის დელეგაცია აფხაზეთში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და აგრარული პოტენციალის წარსადგენად ჩავიდა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
კოლუმბიაში მიმდინარე 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, გიორგი ქინქლაძემ, 65 კგ წონით კატეგორიაში სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ატაცში 120 კგ დაძლია, აკვრაში კი 144 კგ ასწია. ქინქლაძემ ამ შედეგებით საქართველოს რეკორდებიც დაამყარა.
9 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის მოუწოდებდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამხობას. ახალაია ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 4 ოქტომბრის არეულობის საქმეზე.
9 ივლისი, 2026
სპორტი
„არსენალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ, FOX Sports-ის ეთერში მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტესთან მატჩში, არგენტინელი ლეო მესის თამაში შეაფასა. ანრიმ აღნიშნა, რომ მესი უბრალოდ ადამიანი არ არის და როდესაც მასში „მხეცი“ იღვიძებს, მისი შეჩერება ძალიან ძნელია.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
11 ივლისიდან ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით, N309 მარშრუტზე მგზავრებს 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეს ცვლილება ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას შექმნის და გაჩერებებზე ლოდინის დროს შეამცირებს.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
უხვი ნალექის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
მოჰამედ სალაჰს კარიერის გაგრძელების ორი ძირითადი ვარიანტი აქვს - MLS-ისა და საუდის არაბეთის პროლიგის გუნდები ეგვიპტელი ფეხბურთელის დამატებით ინტერესდებიან. ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბსა და ჩემპიონატს აირჩევს გამოცდილი შემტევი.
9 ივლისი, 2026