განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალშია

მალტაში მიმდინარე FIBA U16 ქალთა ევრობასკეტის C დივიზიონში საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებმა ასპარეზობა A ჯგუფში დაძაბული შეხვედრით დაიწყო — 7 ივლისს გამართულ სადებიუტო მატჩში ტურნირის მასპინძელ მალტასთან მინიმალური სხვაობით, 59:61 დამარცხდა, თუმცა მეორე შეხვედრაში კოსოვოს ნაკრები დაამარცხა.

9 ივლისი, 2026
სპორტი

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი მომდევნო სეზონს სავარაუდოდ ახალ გუნდში დაიწყებს. „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 41 წლის ვეტერანი კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა. ჯეიმსის სურვილი გუნდის შეცვლაა.

9 ივლისი, 2026
სპორტი

[განახლებული. VIDEO. ჩემპიონთა ლიგა] ფლორა 2:3 იბერია. მოგება კარგია, მაგრამ სხვანაირადაც შეიძლებოდა... | Lelo.Ge

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერია 1999-მა“ სტუმრად ესტონური „ფლორა“ 3:2 დაამარცხა. ანგარიში ნაჭყებიამ გახსნა, შემდეგ ჯინჯოლავამ პენალტით გაზარდა უპირატესობა. მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა ქარდავამ გამარჯვების გოლი გაიტანა. მატჩის ბოლოს „იბერიას“ კიდევ ჰქონდა შანსები, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდა.

9 ივლისი, 2026
სპორტი

[მატჩის შემდეგ] ტარიელ ხეჩიკაშვილი: "მოგება მახარებს, მაგრამ ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმი დასრულდა, მთავარია საქმე ბოლომდე მივიყვანოთ"...

„იბერიას“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტალინში „ფლორასთან“ მოპოვებულ გამარჯვებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქართულმა გუნდმა ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენა და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

9 ივლისი, 2026
საზოგადოება

ქორწინება, შვილები, საკუთარი სახლი და კიდევ რა? - 7 რამ ბოლო კვლევიდან ახალგაზრდებზე

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახს, ქორწინებას და შვილებს. თუმცა, რეპროდუქციული მიზნების მიღწევას სხვადასხვა ფაქტორი აფერხებს, მათ შორის ფინანსური პრობლემები, საცხოვრებლის არქონა და გენდერული როლების ასიმეტრია.

9 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ვოლსკი ეუთოზე: ამ რეზოლუციით წერტილი დაუსვა საკუთარი სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს

ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ეუთოს მიერ მიღებულმა რეზოლუციამ პრაქტიკულად წერტილი დაუსვა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს. მისი თქმით, არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ, მაშინ როცა ამასთან დაკავშირებით არანაირი ფაქტი არ აქვთ. ვოლსკი ასევე ეხმაურება პოლიტპატიმრების თემას და აცხადებს, რომ ადამიანებს პოლიტიკური სტატუსის მიუხედავად, კონკრეტული დანაშაულებები აქვთ ჩადენილი.

9 ივლისი, 2026
სპორტი

"ტორპედოს" მწვრთნელი: სიურპრიზი მოვამზადეთ, მაგრამ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა

„ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ზირასთან“ 0:3 წაგების შემდეგ განაცხადა, რომ გუნდს სიურპრიზი ჰქონდა მომზადებული, თუმცა მეტოქე ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. მან აღნიშნა, რომ გუნდმა ვერ შეძლო საკუთარი თამაშის ჩვენება და ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელების მქონე მეტოქეს ტაქტიკურადაც ჩამორჩა. შუსტერმა ასევე ისაუბრა ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და საპასუხო მატჩის მოლოდინებზე, სადაც გუნდი თამაშის შემოტრიალებას შეეცდება.

9 ივლისი, 2026
პოლიტიკა

პარტიას ვთავაზობ, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“ , რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები, აღმასრულებელი მდივანი ნანუკა - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც გააერთიანებს. საბჭოს მთავარი მიზანია, ახალი სიტყვა თქვას ქართულ პოლიტიკაში და შექმნას თანამედროვე, ახალგაზრდული, სახალხო მოძრაობა.

9 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ნატოს სამიტზე მიწვეულთა სიაში საქართველოს არყოფნას ოპონენტებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უთანხმოება მოყვა

საქართველოს ოპონენტებმა და ყოფილმა დიპლომატებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ არის მიწვეული ნატოს ყოველწლიურ სამიტზე. მათი აზრით, ეს არის „ქართული ოცნების“ დემოკრატიული უკუსვლის შედეგი და ქვეყანა ნატოს პლატფორმებიდან იდევნება. მმართველი პარტია კი ამ კრიტიკას „პროპაგანდისტულ კამპანიად“ აფასებს.

9 ივლისი, 2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდებათ.

9 ივლისი, 2026