სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა. არმან მკრტიჩიანმა 97 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო კახაბერ გოგინაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გუნდს რევაზ ლაშხი ხელმძღვანელობს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
ზაფხული დატვირთულია კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) მიერ ორგანიზებული ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატებით. წელს ოთხ ქართველ ლიცენზიანტს, მათ შორის სამ მსაჯსა და ერთ კომისარს, ჯამში 8 საერთაშორისო ტურნირზე მოუწევს მუშაობა. აღსანიშნავია, რომ მარინა შალამბერიძემ უკვე იმსაჯა ევროპის ქალთა ჩემპიონატის მცირე ქვეყნებს შორის ნახევარფინალი და ფინალი.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობობიექტებზე მიტანილი დარტყმები ესკალაციაა, თუმცა შესაძლოა ომის დასასრულამდე მიგვიყვანოს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
მალტაში მიმდინარე FIBA U16 ქალთა ევრობასკეტის C დივიზიონში საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ტურნირის მასპინძელი და მონაწილეები არიან მალტა, საქართველო, კოსოვო, ალბანეთი, სომხეთი, მოლდოვა და გიბრალტარი. ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მალტასთან 59:61 წააგეს, თუმცა მეორე შეხვედრაში კოსოვოს 77:39 სძლიეს და ნახევარფინალში ადგილი გაინაღდეს.
9 ივლისი, 2026
სამართალი
პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის საქმე გახსნა. საქმეზე ორ პირს, თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძეს ბრალდება წარედგინება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს გიორგი კვარაცხელია.
9 ივლისი, 2026
სპორტი
„დორტმუნდის“ შემტევი კარიმ ადეიემი კარიერას დიდი ალბათობით, „ბარსელონაში“ გააგრძელებს. კატალონიელებმა 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზეს. ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ „ბარსელონაში“ სურს და ეს ხელმძღვანელობას ღიად განუცხადა.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
PSP-მ, რომელიც K-Beauty-ის მთავარი ადგილია საქართველოში, კორეული კანის მოვლის პრემიუმ ბრენდი Manyo-ს დამატებით, ქართველ მომხმარებელს კიდევ ერთი პოპულარული პროდუქტი შესთავაზა. Manyo ცნობილია Clean Beauty-ის ფილოსოფიით, რომელიც აქცენტს კანის ჯანმრთელობაზე და ეფექტურ ინგრედიენტებზე აკეთებს.
ბრენდის პროდუქცია ორიენტირებულია კანის ბუნებრივი ბარიერის გაძლიერებაზე, მიკრობიომის მხარდაჭერასა და ინტენსიურ დატენიანებაზე, რაც უზრუნველყოფს კანის ჯანსაღ იერსახეს.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა „საერთაშორისო აღიარების“ მორიგი მცდელობა განახორციელა. ხელი მოეწერა შეთანხმებას „დაძმობილებული კავშირების“ დამყარების შესახებ ოკუპირებულ სოხუმსა და განის რესპუბლიკის სოჰუმის მუნიციპალური ოლქის ქალაქ სოჰუმს შორის. განის დელეგაცია აფხაზეთში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და აგრარული პოტენციალის წარსადგენად ჩავიდა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
ესტონური საფეხბურთო კლუბის "ფლორას" მთავარმა მწვრთნელმა, კონსტანტინ ვასილიევმა და გუნდის ფეხბურთელებმა, ვლადისლავ კრეიდამ და ევერტ გრიუნვალდმა, "იბერია 199-ის" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ისაუბრეს. ვასილიევმა აღნიშნა, რომ გუნდმა თამაშის დასაწყისი ჩააგდო და მეტოქეს ინიციატივა სრულად დაუთმო. ფეხბურთელებმა კი ხაზი გაუსვეს, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მათ პატარა სასწაული დასჭირდებათ.
9 ივლისი, 2026
სპორტი
ზაფხული დატვირთულია კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) მიერ ორგანიზებული ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატებით. წელს ოთხ ქართველ ლიცენზიანტს, მათ შორის სამ მსაჯსა და ერთ კომისარს, ჯამში 8 საერთაშორისო ტურნირზე მოუწევს მუშაობა. ქართველი არბიტრები და კომისარი აქტიურად იქნებიან ჩართულნი 16, 18 და 20 წლამდე ასაკის ვაჟთა და გოგონათა ევროპის ჩემპიონატებში, რომლებიც A, B და C დივიზიონებში იმართება.
9 ივლისი, 2026