თურქული მედიის ინფორმაციით, 30 წლის ცენტრალკური მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას თურქულ “ქაისერისპორში” გააგრძელებს. Kayseri anadolu haber-ის ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ეს-ესაა თურქებმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს რუმინელ მცველ დენის რადუსთან, მათი მეორე ახალწვეული კი საქართველოს ნაკრების ყოფილი უკანახაზელი იქნება.
გასულ სეზონში “ქაისერი” თურქული სუპერლიგიდან გავარდა და მიზნად ისევ უძლიერესთა შორის დაბრუნება აქვს. შეგახსენებთ, რომ ტაბიძე თურქეთამდე მახაჩყალის “დინამოში” (რუსეთის პრემიერ ლიგა) ასპარეზობდა.