განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

ადეიემი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა

„დორტმუნდის“ შემტევი კარიმ ადეიემი კარიერას დიდი ალბათობით, „ბარსელონაში“ გააგრძელებს. კატალონიელებმა 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზეს. ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ „ბარსელონაში“ სურს და ეს ხელმძღვანელობას ღიად განუცხადა.

9 ივლისი, 2026
სამართალი

აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილს საქართველოში ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულს, ემინ ალიევს, ბრალი 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული თურქეთში დააკავეს.

9 ივლისი, 2026
მსოფლიო

"უაზროდ ნუ ფართხალებთ, ღრმად ჩაიძირებით" - აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განაახლა, ირანმა კი ბაჰრეინსა და ქუვეითში ამერიკელების ბაზებზე მიიტანა იერიში: ვითარება ახლო აღმოსავლეთში

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განაახლა, რათა შეამციროს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებისადმი საფრთხის შექმნის შესაძლებლობა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა კი განაცხადა, რომ აშშ-ის იერიშების საპასუხოდ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაარტყა.

9 ივლისი, 2026
სპორტი

ფრანგები უპირობო ფავორიტები და კვლავ მესის მაგიის იმედად? - 1/4-ფინალების PREVIEW

მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალების დროა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ფავორიტები და აუტსაიდერები მაინც არსებობენ. სტატიაში მიმოხილულია საფრანგეთი-მაროკოს, ესპანეთი-ბელგიის, ნორვეგია-ინგლისისა და არგენტინა-შვეიცარიის წყვილების პოტენციური სცენარები.

9 ივლისი, 2026
პოლიტიკა

განის სოჰუმი და ოკუპირებული სოხუმი "დაძმობილდნენ" - რას ეძებენ განელები ოკუპირებულ რეგიონში

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა, „საერთაშორისო აღიარების“ მორიგი მცდელობის ფარგლებში, ხელი მოაწერა შეთანხმებას „დაძმობილებული კავშირების“ დამყარების შესახებ ოკუპირებულ სოხუმსა და განის რესპუბლიკის სოჰუმის მუნიციპალურ ოლქს შორის. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ოკუპირებული ქალაქის ე.წ. მერმა და განის ქალაქ სოჰუმის მეფემ. განის დელეგაცია აფხაზეთში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და აგრარული პოტენციალის წარსადგენად ჩავიდა.

9 ივლისი, 2026
სპორტი

20 წ. | იტალიასთან ქუთაისში

უმცროსი ბორჯღალოსნები დღეს ნაშუადღევს ქუთაისში გაემგზავრნენ, სადაც 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით ორ თამაშს გამართავენ. „აია არენაზე“ ვიტო კოლელიშვილის შეგირდები პირველ თამაშს 13 ივლისს, 18 საათზე იტალიასთან გამართავენ.

9 ივლისი, 2026
სამართალი

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე, 26 წლის მამაკაცი დააკავეს - ის სუპერმარკეტებსა და აფთიაქებს ძარცვავდა

პოლონეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 26 წლის მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი ადგილობრივ სუპერმარკეტებსა და აფთიაქებს ძარცვავდა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, სასამართლომ მას პოლიციის მეთვალყურეობა შეუფარდა.

9 ივლისი, 2026
საზოგადოება

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ&თაგარტის მხარდაჭერით, $39.5 მწვანე ობლიგაციები განათავსა (რ)

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 82 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 39.5 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. აღნიშნული განთავსებით დასრულდა საქართველოს კაპიტალის ბაზრების ისტორიაში ყველაზე მსხვილი მწვანე ობლიგაციების პროგრამა, რომლის ჯამური მოცულობა 82 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

9 ივლისი, 2026
საზოგადოება

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ&თაგარტის მხარდაჭერით, $39.5 მწვანე ობლიგაციები განათავსა (რ)

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 82 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 39.5 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. აღნიშნული განთავსებით დასრულდა საქართველოს კაპიტალის ბაზრების ისტორიაში ყველაზე მსხვილი მწვანე ობლიგაციების პროგრამა, რომლის ჯამური მოცულობა 82 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

9 ივლისი, 2026
პოლიტიკა

"სამოქალაქო იდეა": საქართველოს ანკარაში NATO-ს სამიტზე არ მიწვევა "ქართული ოცნების" პოლიტიკის პირდაპირი და კანონზომიერი შედეგია

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" აცხადებს, რომ საქართველოს NATO-ს ანკარის სამიტზე არ მიწვევა „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგია. ორგანიზაციის შეფასებით, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევის, რეპრესიებისა და ევროატლანტიკური კურსის ფაქტობრივი მიტოვების პირდაპირი შედეგი, რის ფასსაც ქვეყანა უსაფრთხოებით, საერთაშორისო სუბიექტობითა და მომავლით იხდის.

9 ივლისი, 2026