განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა - შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც

უხვი ნალექის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს.

9 ივლისი, 2026
სპორტი

"არც მალავს, რომ "რეალში" გადასვლა უნდა" - "დორტმუნდის" პრეზიდენტმა ჰოლანზე ისაუბრა

დორტმუნდის "ბორუსიას" პრეზიდენტმა, ჰანს-იოახიმ ვატცკემ, ერლინ ჰოლანის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნორვეგიელი ერთ დღეს "რეალში" აუცილებლად ითამაშებს. ვატცკეს თქმით, ჰოლანდი "რეალს" ძალიან უყვარს და ამას არც მალავს, თუმცა ახლა ამის დრო არ არის.

9 ივლისი, 2026
სპორტი

ადეიემი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა

„დორტმუნდის“ შემტევი კარიმ ადეიემი კარიერას დიდი ალბათობით, „ბარსელონაში“ გააგრძელებს. კატალონიელებმა 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ გერმანულ კლუბს 40 მილიონი ევრო შესთავაზეს. ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ „ბარსელონაში“ სურს და ეს ხელმძღვანელობას ღიად განუცხადა.

9 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ნატოს სამიტზე მიწვეულთა სიაში საქართველოს არყოფნას ოპონენტებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უთანხმოება მოყვა

საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ მიიწვიეს ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მიემგზავრება, სადაც სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას. ოპონენტების აზრით, ეს საქართველოს ნატოს პლატფორმებიდან თანდათანობით გამოძევების ნაწილია.

9 ივლისი, 2026
მსოფლიო

ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის პირობა დადო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობობიექტებზე მიტანილი დარტყმები ესკალაციაა, თუმცა შესაძლოა ომის დასასრულამდე მიგვიყვანოს.

9 ივლისი, 2026
სპორტი

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალშია

მალტაში მიმდინარე FIBA U16 ქალთა ევრობასკეტის C დივიზიონში საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ტურნირის მასპინძელი და მონაწილეები არიან მალტა, საქართველო, კოსოვო, ალბანეთი, სომხეთი, მოლდოვა და გიბრალტარი. ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფური ეტაპის ორი მატჩიდან ერთი მოიგეს და ერთი წააგეს.

9 ივლისი, 2026
მსოფლიო

CENTCOM: ირანის წინააღმდეგ ახალი თავდაცვითი იერიშები დაივწყეთ

აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) აცხადებს, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ ახალი იერიშების მიტანა დაიწყეს, რათა კიდევ უფრო შეასუსტონ მისი შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას ნაოსნობის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში. CENTCOM-ის განცხადებით, შეერთებული შტატები ირანს პასუხს აგებინებს საერთაშორისო მნიშვნელობის ამ სასიცოცხლო საზღვაო გზაზე კომერციულ გემებსა და სამოქალაქო ეკიპაჟებზე განხორციელებული ბოლოდროინდელი გაუმართლებელი თავდასხმებისა და აგრესიისთვის.

9 ივლისი, 2026
სამართალი

11 წლის შემდეგ გახსნილი გიორგი კვარაცხელიას მკვლელობა - რას წერდა "ნიუპოსტი" 2015 წელს მომხდარ დანაშაულზე

პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნა. საქმეზე ორ პირს, თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძეს ბრალდება წარედგინება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს გიორგი კვარაცხელია. "ნიუპოსტის" არქივში იძებნება სტატია, რომელიც 11 წლის წინ მომხდარ მკვლელობას ეხება.

9 ივლისი, 2026
სპორტი

გიმარაეშმა "ნიუკასლს" აცნობა, რომ კარიერის "არსენალში" გაგრძელება სურს

„ნიუკასლის“ კაპიტანმა, ბრუნო გიმარაეშმა კლუბს აცნობა, რომ კარიერის გაგრძელება „არსენალში“ სურს. ამის შემდეგ, „არსენალმა“ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო და „ნიუკასლს“ 65 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა „კაჭკაჭებმა“ წინადადება დაბლოკეს. „მეთოფეები“ მესამე შეთავაზებას მალე გააკეთებენ და ტრანსფერის დახურვას შეეცდებიან.

9 ივლისი, 2026
პოლიტიკა

თამარ ბერუჩაშვილი ახლადშექმნილ დიპლომატიის აკადემიას უხელმძღვანელებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად. აკადემია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.

9 ივლისი, 2026