სპორტი
მალტაში მიმდინარე FIBA U16 ქალთა ევრობასკეტის C დივიზიონში საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა A ჯგუფში დაძაბული შეხვედრით დაიწყო — 7 ივლისს გამართულ სადებიუტო მატჩში ტურნირის მასპინძელ მალტასთან მინიმალური სხვაობით, 59:61 დამარცხდა, თუმცა მეორე სათამაშო დღეს, 8 ივლისს, ქართველმა კალათბურთელებმა დამაჯერებელი რევანში აიღეს და კოსოვოს ნაკრები დიდი სხვაობით, 77:39 დაამარცხეს.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე, უზბეკეთში გამართულ Tashkent International Investment Forum-ზე მონაწილეობდა. მან პანელურ დისკუსიაში „უზბეკეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივები“ გალტ & თაგარტის გამოცდილება და საქართველოს ბაზარზე დაგროვილი პრაქტიკა გააზიარა. ფორუმი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პლატფორმაა.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ევროინტეგრაცია ქვეყნის საყოველთაო არჩევანია.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ეუთოს მიერ მიღებული რეზოლუცია პრაქტიკულად წერტილს უსვამს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ეუთო საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე, მაშინ როცა ამასთან დაკავშირებით არანაირი ფაქტი არ აქვს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
ესტონური საფეხბურთო კლუბის, "ფლორას" მთავარმა მწვრთნელმა, კონსტანტინ ვასილიევმა, და გუნდის ფეხბურთელებმა, ვლადისლავ კრეიდამ და ევერტ გრიუნვალდმა, "იბერია 199-ის" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ისაუბრეს. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გუნდმა თამაშის დასაწყისი ჩააგდო და მეტოქეს ინიციატივა სრულად დაუთმო. ფეხბურთელებმა კი ხაზი გაუსვეს, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მათ პატარა სასწაული დასჭირდებათ.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ევროინტეგრაცია ქვეყნის საყოველთაო არჩევანია.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ეთერის დათმობას ითხოვენ. ისინი მაუწყებელთან შეიკრიბნენ და მოითხოვეს, რომ არხმა გააშუქოს მათი ბრიფინგი და შეხვდნენ ხელმძღვანელ პირებს.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ მიიწვიეს ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მიემგზავრება, სადაც სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას. ოპონენტების აზრით, ეს საქართველოს ნატოს პლატფორმებიდან თანდათანობით გამოძევების ნაწილია, რასაც მმართველი პარტია პროპაგანდისტულ კამპანიად აფასებს.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, ფართოდ გაუხსნის კარს ახალ წევრებსა და პროფესიონალებს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანიაში მიმდინარე ჩოგბურთის ტურნირზე ეკატერინე გორგოძემ პირველი წრე წარმატებით გადალახა და მერვედფინალში გავიდა. წყვილთა ტურნირში კი მან და მისმა პარტნიორმა ტექნიკური წაგება მიიღეს. პორტუგალიაში ზოზია ქარდავამ ასპარეზობა დაასრულა, ხოლო ბელგიაში საბა ფურცელაძე წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალშია.
9 ივლისი, 2026