მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობობიექტებზე მიტანილი დარტყმები ესკალაციაა, თუმცა შესაძლოა ომის დასასრულამდე მიგვიყვანოს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანიაში მიმდინარე ჩოგბურთის ტურნირზე ეკატერინე გორგოძემ პირველი წრე წარმატებით გადალახა და მერვედფინალში გავიდა. წყვილთა ტურნირში კი მან მონაწილეობა არ მიიღო. პორტუგალიაში ზოზია ქარდავამ ასპარეზობა დაასრულა, ხოლო ბელგიაში საბა ფურცელაძე წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალშია.
9 ივლისი, 2026
სპორტი
ზაფხულში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA) ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებს მართავს, რომლებშიც ქართველი მსაჯები და კომისრებიც აქტიურად ჩაერთვებიან. ოთხ ქართველ ლიცენზიანტს, სამ მსაჯსა და ერთ კომისარს, ჯამში 8 საერთაშორისო ტურნირზე მოუწევს მუშაობა.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს უკრაინას საშუალებას მისცემს, თავად აწარმოოს რაკეტები და აღარ იჩივლოს მიწოდების სიმცირეზე.
9 ივლისი, 2026
სპორტი
მალტაში მიმდინარე FIBA U16 ქალთა ევრობასკეტის C დივიზიონში საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ტურნირის მასპინძელი და მონაწილეები არიან: საქართველო, მალტა, კოსოვო, ალბანეთი, სომხეთი, მოლდოვა, გიბრალტარი. საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა A ჯგუფში დაძაბული შეხვედრით დაიწყო — 7 ივლისს გამართულ სადებიუტო მატჩში ტურნირის მასპინძელ მალტასთან მინიმალური სხვაობით, 59:61 დამარცხდა. მეორე სათამაშო დღეს, 8 ივლისს, ქართველმა კალათბურთელებმა დამაჯერებელი რევანში აიღეს და კოსოვოს ნაკრები დიდი სხვაობით, 77:39 დაამარცხეს.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.
9 ივლისი, 2026
სამართალი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად. აკადემია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.
9 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ბერძნულ-რომაულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა. არმან მკრტიჩიანმა 97 კილოგრამში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო კახაბერ გოგინაშვილმა 60 კილოგრამში ბრინჯაო. გოგონათა შორის შეჯიბრებები 8 ივლისს დაიწყო.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ეთერის დათმობას ითხოვენ. ისინი მაუწყებელთან შეიკრიბნენ და მოითხოვეს, რომ არხმა გააშუქოს მათი ბრიფინგი და შეხვდნენ ხელმძღვანელ პირებს.
9 ივლისი, 2026