ICE-ის ოფიცერმა მექსიკელი მამაკაცი სამსახურისკენ მიმავალ გზაზე მოკლა - ჰიუსტონში არეულობაა, ათასობით პროტესტანტი დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს: მძიმე კადრები
ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 8 ივლისს ათასზე მეტი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა იმ ადგილთან ახლოს, სადაც აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის (ICE) ოფიცერმა მექსიკის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა.
ტრაგედია სამსახურისკენ მიმავალ გზაზე შემთხვევა გასულ სამშაბათს მოხდა. 52 წლის ლორენცო სალგადო არაუხო, რომელიც აშშ-ში არალეგალის სტატუსით ცხოვრობდა, სამსახურში მანქანით მიდიოდა, რა დროსაც სამართალდამცველებთან ინციდენტი მოხდა. მას ცეცხლი გაუხსნეს. როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცი დაიღუპა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ტეხასის კონგრესმენი აცხადებენ, რომ არაუხოს არანაირი ნასამართლეობა არ ჰქონია და ის მშვიდობიანი მოქალაქე იყო. დემონსტრანტები მომხდარის დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას კატეგორიულად ითხოვენ.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, ოფიცერმა იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენა. მათი ვერსიით, სალგადო არაუხომ ბრძანება არ შეასრულა და ავტომობილით ოფიცრის გატანა სცადა.
მიუხედავად ასეთი განცხადებისა, ფედერალურ უწყებებს მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა ან ფოტოები ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებიათ. ასევე არ არის ცნობილი ინფორმაცია დაზიანებული ავტომობილების შესახებ.
“ისტ ენდში“ საპროტესტო აქცია ჰიუსტონის მუშათა კლასითა და ესპანურენოვანი მოსახლეობით დასახლებულ რაიონში, “ისტ ენდში“ დაიწყო. თავდაპირველად რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, თუმცა მსვლელობისას რაოდენობა 1 000-მდე გაიზარდა.
აქტივისტები აცხადებენ, რომ არ გაჩერდებიან, სანამ სიმართლე არ გაირკვევა.