სპორტი
უმცროსი ბორჯღალოსნები დღეს ნაშუადღევს ქუთაისში გაემგზავრნენ, სადაც 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით ორ თამაშს გამართავენ. „აია არენაზე“ ვიტო კოლელიშვილის შეგირდები პირველ თამაშს 13 ივლისს, 18 საათზე იტალიასთან გამართავენ.
9 ივლისი, 2026
სამართალი
პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნა. საქმეზე ორ პირს - თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძეს ბრალდება წარედგინება. "ნიუპოსტის" არქივში იძებნება სტატია, რომელიც 11 წლის წინ მომხდარ მკვლელობას ეხება.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.
9 ივლისი, 2026
სპორტი
მალტაში მიმდინარე FIBA U16 ქალთა ევრობასკეტის C დივიზიონში საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა A ჯგუფში დაძაბული შეხვედრით დაიწყო — 7 ივლისს გამართულ სადებიუტო მატჩში ტურნირის მასპინძელ მალტასთან მინიმალური სხვაობით, 59:61 დამარცხდა, თუმცა მეორე შეხვედრაში კოსოვოს ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
„ნიუკასლის“ კაპიტანმა, ბრუნო გიმარაეშმა კლუბს აცნობა, რომ კარიერის გაგრძელება „არსენალში“ სურს. „მეთოფეებმა“ უკვე დაიწყეს ტრანსფერზე მუშაობა და „ნიუკასლს“ 65 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა „კაჭკაჭებმა“ წინადადება დაბლოკეს. „მეთოფეები“ მესამე შეთავაზებას მალე გააკეთებენ და ტრანსფერის დახურვას შეეცდებიან.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც გააერთიანებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ პარტია ძირეულ რეფორმებს იწყებს და მიზნად ისახავს თანამედროვე, ახალგაზრდული და სახალხო მოძრაობის შექმნას.
9 ივლისი, 2026
სპორტი
„დორტმუნდის“ შემტევი კარიმ ადეიემი კარიერას დიდი ალბათობით, „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ბლაუგრანამ“ 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „დორტმუნდს“ 40 მილიონი ევრო შესთავაზა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა. არმან მკრტიჩიანმა 97 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო კახაბერ გოგინაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლუკა ფიფიამ 82 კგ წონით კატეგორიაში მე-7 ადგილი დაიკავა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანიაში მიმდინარე ჩოგბურთის ტურნირზე ეკატერინე გორგოძემ პირველი წრე წარმატებით გადალახა და მერვედფინალში გავიდა. წყვილთა ტურნირში კი მან მონაწილეობა არ მიიღო. პორტუგალიაში ზოზია ქარდავამ ასპარეზობა დაასრულა, ხოლო ბელგიაში საბა ფურცელაძე წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალშია.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობობიექტებზე მიტანილი დარტყმები ესკალაციაა, თუმცა შესაძლოა ომის დასასრულამდე მიგვიყვანოს.
9 ივლისი, 2026