საზოგადოება
უხვი ნალექის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს. აეროპორტის ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ირანის ლიდერები მატყუარები არიან და მათთან ურთიერთობა დროის კარგვაა. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მოახდენს ქვეყნის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას.
9 ივლისი, 2026
სამართალი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
„დორტმუნდის“ შემტევი კარიმ ადეიემი კარიერას დიდი ალბათობით, „ბარსელონაში“ გააგრძელებს. კატალონიელებმა 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ გერმანულ კლუბს 40 მილიონი ევრო შესთავაზეს. ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ „ბარსელონაში“ სურს და ეს ხელმძღვანელობას ღიად განუცხადა.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტი, მამუკა გვილავა აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილებების გამო, სანიაღვრე სისტემები, რომლითაც თავის დროზე ქალაქი იყო გაკეთებული, აღარ მუშაობს. მისი თქმით, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება და მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაფართოება.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტი, მამუკა გვილავა აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილებების გამო, არსებული სანიაღვრე სისტემები აღარ მუშაობს და საჭიროა ახალი სისტემების აშენება. მისი თქმით, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება და მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაფართოება.
9 ივლისი, 2026
სპორტი
მალტაში მიმდინარე FIBA U16 ქალთა ევრობასკეტის C დივიზიონში საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ტურნირის მასპინძელი და მონაწილეები არიან მალტა, საქართველო, კოსოვო, ალბანეთი, სომხეთი, მოლდოვა და გიბრალტარი. საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მალტასთან მინიმალური სხვაობით მარცხით დაიწყო, თუმცა შემდეგ კოსოვოს დიდი სხვაობით დამარცხება შეძლო.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განაახლა, რათა შეამციროს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებისადმი საფრთხის შექმნის შესაძლებლობა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა კი განაცხადა, რომ აშშ-ის იერიშების საპასუხოდ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაარტყა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
"კრისტალ პალასის" ყოფილი თავკაცი ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და 51 წლის სპეციალისტი ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს. "ნოტინგემი" ვიტორ პერეირას გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას მალე გამოაცხადებს და მას კონტრაქტს ვადაზე ადრე შეუწყვეტს.
9 ივლისი, 2026
სამართალი
პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნა. საქმეზე ორ პირს, თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძეს ბრალდება წარედგინება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს გიორგი კვარაცხელია.
9 ივლისი, 2026