← მთავარი
სპორტი

[ძალოსნობა] დავით კილაძე მსოფლიოს ჩემპიონია | Lelo.Ge

9 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ძალოსნობა] დავით კილაძე მსოფლიოს ჩემპიონია | Lelo.Ge

კოლუმბიაში 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 9 ივლისს წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრების (მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური, მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინაძე და ექიმი-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული) წევრმა დავით კილაძემ, რომელმაც ორჭიდში 279 კილოგრამით მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა და ჩვენი ქვეყნის დელეგაციის ყულაბას კიდევ სამი მედალი შესძინა.

71 კილოგრამი წონითი კატეგორიის სპორტსმენთა შეჯიბრებაში კილაძემ ხუთი ცდა წარმატებით გამოიყენა (მეექვსეზე უარი თქვა, რადგან საჭირო აღარ იყო). აკვრაში მან 126-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და მესამე ადგილზე გავიდა. პირველი-მეორე ადგილები ტოპრაკ კოლეოღლუმ (თურქეთი, 128 კგ) და პანაგიოტის სპიროუმ (საბერძნეთი, 127 კგ) გაინაწილეს.

კილაძეს ატაცში ტოლი არ ჰყავდა - მეორე ცდაზე დაძლეული 153 კილოგრამით ამ წონაში, ასევე, ორჭიდში ოქრო დაიმსახურა. აკვრაში მეორე-მესამე ადგილებზე ნიკოლაი რატნიეკსი (რუსეთი, 152 კგ) და კამპაზ სეგურა (კოლუმბია, 150 კგ) გავიდნენ. კოლეოღლუს 150 კილოგრამით მე-4 ადგილი ხვდა.

საგულისხმოა, რომ დათომ საქართველოს რეკორდები დაამყარა - ატაცში თანატოლთა შორის ქვეყნის საუკეთესო მიღწევა 4 კილოგრამით, აკვრასა და ორჭიდში კი, შესაბამისად, 2 და 8 კილოგრამით გააუმჯობესა.

71 კგ.

  1. დავით კილაძე (საქართველო) - 279 (126+153)
  2. ტოპრაკ კოლეოღლუ (თურქეთი) - 278 (128+150)
  3. კამპაზ სეგურა (კოლუმბია) - 273 (123+150)

შეჯიბრების განრიგი: 11 ივლისი. 03:00. 88 კგ. ლადო ძიმცეიშვილი 11 ივლისი. 22:00. 94 კგ. თამაზ მეგრელიშვილი 12 ივლისი. 00:30. +94 კგ. ნიკოლოზ კურტანიძე და ხვიჩა კიწმარიძე

← მთავარი