მსოფლიო
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი, სავარაუდოდ, მამის, ალი ხამენეის დაკრძალვას ვერ დაესწრება, რადგან ირანის ხელისუფლება მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინდურ ტელევიზია India Today-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ინდოეთში ირანის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, აიათოლა ჰაკიმ ელაჰიმ განაცხადა. ელაჰიმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზებით არის განპირობებული.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
ლუქსემბურგში ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ Russia Today-ის (RT) კონტენტის ევროკავშირში გავრცელების აკრძალვა ასევე ეხება საზოგადოებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომ ვებსაიტებს. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც ხუთშაბათს, 2 ივლისს გამოქვეყნდა, აკრძალვისთვის არა აქვს მნიშნველობა, იღებს თუ არა ვებსაიტის მფლობელი მოგებას, როგორ აფინანსებს თავის საქმიანობას ან რამდენად ფართოდ და რამდენ ხანს გავრცელდა კონტენტი.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
რუსეთის მიერ 2 ივლისის ღამეს კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა და 86 დაშავდა. ნანგრევებიდან ცოცხლად 7 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა. რუსეთის მიერ განხორციელებული კომბინირებული დარტყმის შედეგად, დილის მონაცემებით, ნგრევა და დაზიანებები კიევის ყველა რაიონში, ჯამში 30-ზე მეტ ლოკაციაზეა დაფიქსირებული.
2 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.4%-ით გაიზარდა. 2026 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7.8%-ს შეადგენს. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, დამამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ, თუმცა მშენებლობის სექტორში კლება დაფიქსირდა.
2 ივლისი, 2026
საზოგადოება
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოუწოდებს მოსახლეობას, არ გამოიყენონ წურბლები კანზე სამკურნალოდ. მისი თქმით, ბოლო ერთ კვირაში ორი პაციენტი მოვიდა ინფექციით, რომელიც წურბლებით დაზიანებულ კანზე განვითარდა. ექიმი გაოცებულია იმით, თუ რატომ უნდა მოიხმაროს ადამიანმა, განსაკუთრებით ახალგაზრდამ, წურბელები წნევის დასაწევად ან სისხლის გასაწმენდად.
2 ივლისი, 2026
სპორტი
უიმბლდონის ტურნირზე მარიამ ბოლქვაძე მეორე წრის შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე ამერიკელი ეშლინ კრიუგერი იქნება. ბოლქვაძემ ტურნირის მთავარ ბადეში გასასვლელად საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ სამი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ კი პირველ წრეში ხორვატი დონა ვეკჩი ჩამოიშორა გზიდან.
2 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. დელეგაციამ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და დევნილთა დაბრუნების საკითხს.
2 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევაში გამართულ საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდზე რუსეთმა კვლავ მოითხოვა საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს შორის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება. მოსკოვი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობისა და გაეროში დევნილთა შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო.
2 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.4%-ით გაიზარდა. 2026 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7.8%-ით განისაზღვრა. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, დამამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ, თუმცა მშენებლობის სექტორში კლება დაფიქსირდა.
2 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS 5 ივლისს თავის დაბადების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მომხმარებლები პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას მიიღებენ ორმაგ სარგებელს და 50%-იან ფასდაკლებას. წლევანდელი კამპანია 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის ავტომომსახურების, მოგზაურობის, შოპინგის, სილამაზის, ფიტნესისა და სხვა კატეგორიების ობიექტებს.
2 ივლისი, 2026