მსოფლიო
რუსეთის მიერ 2 ივლისის ღამეს კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა და 86 დაშავდა. ნანგრევებიდან ცოცხლად 7 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა. რუსეთის მიერ განხორციელებული კომბინირებული დარტყმის შედეგად, დილის მონაცემებით, ნგრევა და დაზიანებები კიევის ყველა რაიონში, ჯამში 30-ზე მეტ ლოკაციაზეა დაფიქსირებული.
2 ივლისი, 2026
საზოგადოება
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოუწოდებს მოსახლეობას, არ გამოიყენონ წურბლები კანზე სამკურნალოდ. მისი თქმით, ბოლო ერთ კვირაში ორი პაციენტი მოვიდა ინფექციით, რომელიც წურბლების მიერ დაზიანებულ კანში განვითარდა. ექიმი გაკვირვებას გამოთქვამს, თუ რატომ უნდა მოიფიქროს ადამიანმა, განსაკუთრებით ახალგაზრდამ, წურბელების გამოყენება წნევის დასაწევად ან სისხლის გასაწმენდად.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვენესუელაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 200-ს აჭარბებს, თუმცა ეს რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. არაოფიციალური ინფორმაციით, 43 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო 15 866 ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. სტიქიამ 59 000 შენობა დაანგრია ან დააზიანა.
2 ივლისი, 2026
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს მოუწოდა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება გააფორმოს. რუსეთის მხარის განცხადებით, ეს ნაბიჯი უზრუნველყოფდა რეგიონების უსაფრთხოებას და მშვიდობის გამყარებას.
2 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა, რის შედეგადაც ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა პატიმრობის ვადა 1 ივლისამდე შეამცირა, რის შედეგადაც ისინი დაგეგმილზე თითქმის ორი თვით ადრე ტოვებენ საპატიმროს.
2 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს სუპერთასის ფინალში ერთმანეთს თბილისის „იბერია 1999“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ, თერთმეტმეტრიანების სერიაში გამარჯვება ქუთაისელებმა იზეიმეს და მეოთხედ მოიპოვეს ეს ტიტული. მესამე ადგილისთვის მატჩში კი თბილისის „დინამომ“ გორის „დილა“ დაამარცხა.
2 ივლისი, 2026
სამართალი
ნიუ-იორკის შტატში სამი წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მშობლების გულგრილობის გამო ბავშვს განუვითარდა ინფექცია და ანემია. მშობლები, მეთიუ და სამანტა დილევსკები, დამნაშავედ ცნეს და ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
ლუქსემბურგში ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ Russia Today-ის (RT) კონტენტის ევროკავშირში გავრცელების აკრძალვა ასევე ეხება საზოგადოებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომ ვებსაიტებს. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც ხუთშაბათს, 2 ივლისს გამოქვეყნდა, აკრძალვისთვის არა აქვს მნიშნველობა, იღებს თუ არა ვებსაიტის მფლობელი მოგებას, როგორ აფინანსებს თავის საქმიანობას ან რამდენად ფართოდ და რამდენ ხანს გავრცელდა კონტენტი.
2 ივლისი, 2026
საზოგადოება
ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 18 წლის პაციენტს, რომელსაც დაბადებიდან ურთულესი თანდაყოლილი მანკი ჰქონდა, დედის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს. ოპერაცია პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ ჩაატარა. კლინიკის ინფორმაციით, მსგავსი სირთულისა და ტიპის ოპერაცია საქართველოში, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც პირველად ჩატარდა.
2 ივლისი, 2026
საზოგადოება
ფლორიდაში 18 თვის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს მას შემდეგ, რაც მამამ ის საბავშვო ბაღში არ მიიყვანა და მანქანაში რამდენიმე საათით დატოვა. ტრაგედია პლანტეიშენში მოხდა, სადაც იმ დღეს რეკორდული სიცხე ფიქსირდებოდა. ეს წელს აშშ-ში მსგავსი მიზეზით გარდაცვლილი მესამე ბავშვია.
2 ივლისი, 2026