განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

სასწრაფოდ: ნაპოვნია ძაღლი! სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი

შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს და პატრონის გამოჩენას ელოდება. თუ ძაღლის მფლობელი 5 დღის ვადაში არ გამოცხადდება, ცხოველი გაჩუქდება.

3 ივლისი, 2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის შემცირების შემდეგ, ორი მომიტინგე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.

3 ივლისი, 2026
სპორტი

კროოსი: გერმანიის ნაკრებს მსოფლიო კლასის ერთი მოთამაშეც კი არ ჰყავს

გერმანიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფიდან სენსაციურად გამოვარდნის შემდეგ, გუნდის მიმართ კრიტიკა არ წყდება. ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრებს ამჟამად მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ ჰყავს.

3 ივლისი, 2026
სპორტი

კასორლამ ფეხბურთელის კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა

41 წლის ნახევარმცველმა სანტი კასორლამ კარიერა დაასრულა მას შემდეგ, რაც მისი კონტრაქტი „ოვიედოსთან“ ამოიწურა. კასორლა „ოვიედოს“ აღზრდილია და პროფესიული კარიერა „ვილიარეალში“ დაიწყო. მან „არსენალთან“ ერთად სამჯერ მოიგო ინგლისის თასი და სუპერთასი, ხოლო ესპანეთის ნაკრებთან ერთად ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი.

3 ივლისი, 2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა საქართველოში მისია დაასრულა

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა, რომელიც ამ პოსტზე 2022 წლიდან მსახურობდა, 30 ივნისს მისიის დასრულების შესახებ განაცხადა. ფიშერი ხშირად აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ კურსს, რის გამოც ის „ქართული ოცნებისა“ და სახელისუფლებო მედიის კრიტიკის სამიზნე ხდებოდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩი საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების დაზიანებაში დაადანაშაულა.

3 ივლისი, 2026
საზოგადოება

ევროსტატის მონაცემები: 2026 წლის I კვარტალში EU-დან დეპორტირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები მეორე ადგილზე არიან

ევროსტატის ახალი სტატისტიკით, იანვარ-მარტში ევროკავშირიდან საქართველოს 2,060 მოქალაქე დააბრუნეს. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება და მცირედით უსწრებს ალბანეთს. ევროკავშირმა უკვე შეუჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს.

3 ივლისი, 2026
პოლიტიკა

„საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.

3 ივლისი, 2026
საზოგადოება

არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა

ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 18 წლის პაციენტს, რომელსაც დაბადებიდან ურთულესი თანდაყოლილი მანკი ჰქონდა, დედის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს. ოპერაცია პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ ჩაატარა. კლინიკის ინფორმაციით, მსგავსი სირთულისა და ტიპის ოპერაცია საქართველოში, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც პირველად ჩატარდა.

3 ივლისი, 2026
სპორტი

მეორე ქართველი პარიზში! ანდრია კვირიკაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბთან კონტრაქტი გააფორმა | Lelo.Ge

18 წლის ქართველი ნახევარმცველი ანდრია კვირიკაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „პარიზში“ ითამაშებს. მან კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვირიკაძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და გასულ სეზონში უეფას ახალგაზრდულ ლიგაზეც ითამაშა.

3 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას.

3 ივლისი, 2026