განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს

"კრისტალ პალასის" ყოფილი თავკაცი ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და 51 წლის სპეციალისტი ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს. "ნოტინგემი" ვიტორ პერეირას გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას მალე გამოაცხადებს და მას კონტრაქტს ვადაზე ადრე შეუწყვეტს.

3 ივლისი, 2026
საზოგადოება

სასწრაფოდ: ნაპოვნია ძაღლი! სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი

შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო მოუწოდებს პატრონს, 5 დღის ვადაში გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლი გაჩუქდება.

3 ივლისი, 2026
სპორტი

Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება

ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანულ ბუნდესლიგაში, კერძოდ, „კიოლნის“ რიგებში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის მცველი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. „კიოლნი“ „ნიურნბერგს“ ლოჩოშვილში 5.5 მილიონ ევროს გადაუხდის.

3 ივლისი, 2026
სპორტი

კროოსი: გერმანიის ნაკრებს მსოფლიო კლასის ერთი მოთამაშეც კი არ ჰყავს

გერმანიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, კრიტიკა არ წყდება. ვეტერანმა ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა განაცხადა, რომ გერმანიას ამჟამად არც ერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ ჰყავს. მისი თქმით, გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, თუმცა ჯერ მსოფლიო დონის არ არიან.

3 ივლისი, 2026
სპორტი

კასორლამ ფეხბურთელის კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა

41 წლის ნახევარმცველ სანტი კასორლამ კარიერა დაასრულა მას შემდეგ, რაც მისი კონტრაქტი „ოვიედოსთან“ ამოიწურა. კასორლა „ოვიედოს“ აღზრდილია და პროფესიული კარიერა „ვილიარეალში“ დაიწყო. მან „არსენალთან“ ერთად სამჯერ მოიგო ინგლისის თასი და სუპერთასი, ხოლო ესპანეთის ნაკრებთან ერთად ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი.

3 ივლისი, 2026
საზოგადოება

ევროსტატის მონაცემები: 2026 წლის I კვარტალში EU-დან დეპორტირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები მეორე ადგილზე არიან

ევროსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირიდან საქართველოში 2,060 მოქალაქე დააბრუნეს. ამ მაჩვენებლით საქართველო მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება და მცირედით უსწრებს ალბანეთს. ევროკავშირმა ჯამში 34,550 პირი გააბრუნა მესამე ქვეყნებში, რაც შარშანდელზე 8.1%-ით მეტია.

3 ივლისი, 2026
პოლიტიკა

„საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. არჩევნების თარიღის დანიშვნა ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სერგეი კირიენკოს ვიზიტს დაემთხვა.

3 ივლისი, 2026
სპორტი

მეორე ქართველი პარიზში! ანდრია კვირიკაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბთან კონტრაქტი გააფორმა | Lelo.Ge

18 წლის ქართველი ფეხბურთელი, ანდრია კვირიკაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „პარიზში“ ითამაშებს. მან კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვირიკაძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და გასულ სეზონში უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზეც იასპარეზა.

3 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას.

3 ივლისი, 2026
მსოფლიო

ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 200-ს გასცდა - 43 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება

ვენესუელაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 200-ს აჭარბებს, თუმცა ეს რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. არაოფიციალური ინფორმაციით, 43 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო 15 866 ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. სტიქიამ 59 000 შენობა დაანგრია ან დააზიანა.

3 ივლისი, 2026