← მთავარი
სპორტი

[განახლებული. VIDEO. რაგბი. მსოფლიო ჩემპიონატი. U20] სამხრეთ აფრიკამ ყველაფერში გვაჯობა | Lelo.Ge

3 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[განახლებული. VIDEO. რაგბი. მსოფლიო ჩემპიონატი. U20] სამხრეთ აფრიკამ ყველაფერში გვაჯობა | Lelo.Ge

საქართველო U20 5:33 სამხრეთ აფრიკა U20

საქართველო: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ლეონიდე სალდაძე, 10. მათე მახარაძე, 9. დაჩი წიკლაური.

  1. ლუკა იასეშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.
  2. დავით არჩვაძე, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. საბა ნოზაძე, 19. ანდრია ბილანიშვილი, 20. ირაკლი ყოლბაია; 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა არობელიძე. ლ: ტაბატაძე სინბინი: ტაბატაძე გაძევება: ეზეიშვილი მსაჯი: მორგან ვაითი (ჰონგ კონგი)

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე მატჩი გამართა. ამჯერად მეტოქე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა იყო, რომელთანაც 5:33 დავმარცხდით.

საწყისი 10 წუთი უმცროსი ბორჯღალოსნები კარგად გამოიყურებოდნენ. მეტოქე ჩვენი გუნდის კარგმა თამაშმა ოდნავ დააბნია. მე-8 წუთზე ანგარიშის გახსნაც მოვახერხეთ. სამხრეთ აფრიკელების 22-მეტრიან ზონაში დერეფნიდან მოლი შევკარით, დავძარით, მერე ბურთი გრძელ ფრთაზე გავათამაშეთ და ლელო გარემარბმა ლუკა ტაბატაძემ გაიტანა. დაჩი წიკლაურმა ვერ გარდასახა - 5:0.

სამხრეთ აფრიკის ნაკრები ნელ-ნელა გონს მოვიდა. საკუთარი თამაში თავს ჩვენ გუნდს მოგვახვია. პირველ ტაიმში ფაქტობრივად აღარ შეგვიტევია. მეტოქემ ანგარიში 22-ე წუთზე გაათანაბრა. მალე კი, ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც. ორივეჯერ უმცროსმა ბოკემ ლელო მოლით გაგვიტანა - 12:5. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი შერკინების ბურჯი ლევან ეზეიშვილი წითელი ბარათით გააძევეს, რაც მოედნის 20 წუთით დატოვებას ნიშნავს. ამას ტაბატაძის სინბინიც დაერთო და ჩვენი გუნდი ერთი ხანობა ორკაცნაკლული თამაშობდა.

სამხრეთ აფრიკა კი, ზეწოლას კიდევ უფრო ზრდიდა. მუდმივად დაცვაში მყოფი უმცროსი ბორჯღალოსნები შეცდომებს უხვად უშვებდნენ. ორი სინბინი და ერთი გაძევებაც სწორედ ამის შედეგია. ხშირად ვჯარიმდებოდით, თითქმის ყველა საკუთარი დერეფანი წავაგეთ და სამხრეთ აფრიკელებმა ეს კარგად გამოიყენეს, კიდევ სამი ლელო გაგვიტანეს და 33:5 მოიგეს.

II ტური საფრანგეთი - ესპანეთი 57:32 უელსი - ურუგვაი 37:0 არგენტინა - ირლანდია 62:40 ავსტრალია - ფიჯი 53:17 ინგლისი - აშშ 68:40 ახალი ზელანდია - შოტლანდია 36:26 იტალია-იაპონია 41:25

სატურნირო მდგომარეობა

  1. სამხრეთ აფრიკა - 10 ქულა, 2. უელსი - 9, 3. საქართველო - 2, 4. ურუგვაი - 0
← მთავარი