განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0.1%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადად გავლენა იქონია ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ. კავშირგაბმულობის ფასები კი შემცირდა.

4 ივლისი, 2026
საზოგადოება

სკოლებში ინგლისური ენის სწავლება 1-ელი კლასის ნაცვლად მე-2 კლასიდან დაიწყება

საქართველოს სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან აღარ დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინგლისურის სწავლება გაძლიერდება მე-10 კლასში, სადაც გაიზრდება შესაბამისი საათების რაოდენობა. ქართულენოვან სკოლებში კი უცხო ენის შესწავლა მეორე კლასიდან დაიწყება.

4 ივლისი, 2026
სპორტი

7-კაცამ ჩემპიონატი ბელგიისა და იტალიის ძლევით გახსნა

საქართველოს 7-კაცამ 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორი მოგებით გახსნა და გ ჯგუფის ლიდერია. გიორგი ნოზაძის გუნდმა, რომელსაც 7-კაცას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური დებიუტი ჰქონდა, ბელგია და იტალია დაძაბულ ბრძოლებში, ბოლო წუთზე დაამარცხა.

4 ივლისი, 2026
საზოგადოება

სასწრაფოდ: ნაპოვნია ძაღლი! სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი

შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო აცხადებს, რომ თუ ძაღლის პატრონი 5 დღის ვადაში არ გამოჩნდება, ცხოველი გაჩუქდება.

4 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] არგენტინა 3:2 დდ კაბო ვერდე.  ერთი ნაბიჯი სასწაულამდე! არგენტინა მცველებმა გაიყვანეს... | Lelo.Ge

არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის მერვედფინალში გააღწია, თუმცა კაბო ვერდესთან მატჩში მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ლიონელ მესიმ გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ხოლო მცველებმა ლისანდრო მარტინესმა და კრისტიან რომერომ გადამწყვეტი როლი ითამაშეს. კაბო ვერდე კი ამ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ აღმოჩენად იქცა.

4 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] არგენტინა 3:2 დდ კაბო ვერდე.  ერთი ნაბიჯი სასწაულამდე! არგენტინა მცველებმა გაიყვანეს... | Lelo.Ge

არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის მერვედფინალში გააღწია, თუმცა კაბო ვერდესთან მატჩში მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ლიონელ მესიმ გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ხოლო მცველებმა ლისანდრო მარტინესმა და კრისტიან რომერომ გადამწყვეტი როლი ითამაშეს. კაბო ვერდე კი ამ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ აღმოჩენად იქცა.

4 ივლისი, 2026
საზოგადოება

5 ივლისი გაორმაგების დღეა - ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში

5 ივლისს, საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მომხმარებლები Tbilisi Mall-ში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება ტანსაცმლის, აქსესუარების, საოჯახო ნივთებისა და სხვა კატეგორიების არაერთ ბრენდზე.

4 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ქმედებები დაგმო და საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება. დელეგაციამ ასევე მოუწოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.

4 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] ავსტრალია 1:1, პენ 2:4 ეგვიპტე. ეგვიპტე მერვედფინალშია! ...მაგრამ რას ერჩოდა პოპოვიჩი ბიჩს? | Lelo.Ge

ეგვიპტის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალშია. „ფარაონებმა“ მუნდიალზე ეს პირველად შეძლეს. დამარცხებულია ავსტრალიის სიმპათიური ნაკრები თავისი ლოკალური კოზირებით. ეგვიპტეს ძირითად დროშივე უნდა მოეგო, თუმცა მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მთავარი მოვლენა დამატებითი დროის მიწურულს მოხდა - ავსტრალიელთა დამრიგებელმა, ტონი პოპოვიჩმა, მეკარე პატრიკ ბიჩი შეცვალა და 11-მეტრიანების სერიისთვის გაცილებით გამოცდილი მეტ რაიანი გამოიყვანა, მაგრამ რისკმა ვერ გაამართლა.

4 ივლისი, 2026
პოლიტიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მოისმინა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. ასევე, ხაზგასმულია შეშფოთება სამოქალაქო სივრცის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების ტენდენციაზე.

4 ივლისი, 2026