სპორტი
ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკომ" "სპორტინგთან" გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის, მორტენ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. იულმანი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა ტრანსფერს ფასი აყოვნებს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" 29 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დაიბრუნა, რომელიც ამავე გუნდში თითქმის 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ალთუნაშვილსა და ბათუმელებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა. ის ბოლოს ირაელის წარმომადგენელ ჰაიფას "ჰაპოელის" ღირსებას იცავდა.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო მოუწოდებს პატრონს, 5 დღის ვადაში გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლი გაჩუქდება.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ, ჩემპიონთა ლიგის ორგზის მოგების შემდეგ, რეკორდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაამყარა. Opta-ს ინფორმაციით, პარიზელთა 8 ფეხბურთელს უკვე გაუტანია გოლი მუნდიალზე. ეს შედეგი წინა რეკორდებს, რომელიც „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ ეკუთვნოდათ, აჭარბებს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
კოლუმბიამ მსოფლიო თასის 1/16 ფინალში განა 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ჯონ არიასმა გაიტანა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლუის დიასი დასახელდა. კოლუმბიის ნაკრები ტურნირზე ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ გუნდად ითვლება.
4 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ საქმეზე, სადაც მძიმე ტრავმა მიიღო მუშამ, რომელმაც ხელი დაკარგა. ადვოკატმა, რომელიც უსასყიდლოდ ჩაერთო საქმეში, კომპანიას სასამართლოში უჩივლა და ქონება დაუყადაღა. ამის შემდეგ, მისი თქმით, დაიწყო ანგარიშსწორება ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან, რის გამოც მას ლიცენზია შეუჩერეს.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევის დარნიცკის რაიონში, რუსული თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ამ უმძიმესმა დარტყმამ ჯამში უკვე 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული იერიში მიიტანეს.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. გაგლოევის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპორტის ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღე გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნა. ღონისძიებას მედიის წარმომადგენლები, სპორტის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
4 ივლისი, 2026