სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები ამჟამად მოთავსებული არიან დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს მათი ქვეყნიდან გაძევების პროცედურები.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე 5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. ეს თანხა მოხმარდება ტაძრის კომპლექსურ შესწავლას, კვლევებს, ასევე ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაციას.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვენესუელაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან რვა დღის შემდეგ, მაშველებმა ცხრასართულიანი შენობის ნანგრევებიდან კაცი ცოცხალი ამოიყვანეს. 70-საათიანი სამაშველო ოპერაცია, რომელშიც საერთაშორისო ჯგუფებიც მონაწილეობდნენ, სპეციალისტებმა „სასწაულს“ უწოდეს. 40-წლამდე მამაკაცი, რომელიც სავაჭრო ცენტრში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი იყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე 5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. ეს თანხა მოხმარდება ტაძრის კომპლექსურ შესწავლას, კვლევებს, ასევე ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაციას.
4 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირს - ერთა თასს 4 ივლისს მონტევიდეოში იწყებს, სადაც მასპინძელ ურუგვაის შეერკინება. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა 23-კაციანი სათამაშო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ერთი დებიუტანტი და ერთი ვეტერანი მორაგბეა. კოტე მიქაუტაძე ეროვნული გუნდის კვართით 2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ითამაშებს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ეგვიპტემ ავსტრალია პენალტების სერიაში დაამარცხა და 1934 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მერვედფინალში. ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო, ხოლო პენალტების სერიაში ეგვიპტემ იმარჯვა ანგარიშით 4:2.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, რაც წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 0.1%-იან ზრდას ნიშნავს. ინფლაციაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ, ხოლო კავშირგაბმულობის ფასები შემცირდა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორი გამარჯვებით დაიწყო და გერმანიაში მიმდინარე ტურნირის პირველი სათამაშო დღის შემდეგ გ ჯგუფს ლიდერობს. გიორგი ნოზაძის გუნდმა დაძაბულ ბრძოლებში, ბოლო წუთზე დაამარცხა ბელგია და იტალია.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს, სადაც სამძიმარი გამოხატა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა და ჩასულმა სტუმრებმა თეირანში, იმამ ხომეინის დიდ მეჩეთში, ალი ხამენეის ხსოვნას უკანასკნელი პატივი მიაგეს. 86 წლის ხამენეი მოკლეს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად. დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის მეთაურობით.
4 ივლისი, 2026